სიახლე

22-11-2019 :   კლუბ "ირმის ნახტომის" მეოთხე სამუშაო შეხვედრა– მეორე სეზონი

2019 წლის 22 ნოემბერს შედგა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ ,,ირმის ნახტომის“ მეოთხე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის თემები:
1. აქტივობა: “ემოციების კოლბა“;
2 .აქტივობა: „ როგორ გავბეროთ ბუშტი“;
3. აქტივობა: „ქიმიური იო–იო “;

კლუბის მეურვემ თალიკო ჯაყელმა მოსწავლეებს გააცნო მეოთხე შეხვედრის სამუშაო გეგმა, მიაწოდა ინსტრუქციები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას, მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია. შეხვედრა დაიწყო აქტივობა „ემოციების კოლბის“ განხორციელებით. ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო ამ აქტივობაში და დიდი ხალისით მოირგეს კოლბაში მოცემული ემოციები. აქტივობა დაგვეხმარა გაკვეთილების შემდგომ განტვირთვაში. მეორე აქტივობა იყო „როგორ გავბეროთ ბუშტი ჭურჭელში“- მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტი- მათ უნდა გაებერათ ჭურჭელში მოთავსებული ბუშტი ისე, რომ ბუშტს მიეღო მოცემული ჭურჭლის ფორმა. ყველა ჯგუფში თითქმის ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა.-მოსწავლეებმა მეტ-ნაკლებად შეძლეს ბუშტების გაბერვა.მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მესამე აქტივობა-„ქიმიური იო–იო“ , ჯგუფებს დაურიგდათ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტი– ლამაზი სანახაობით ყველა მოიხიბლა; შეხვედრის დასასრულ, გაიმართა დისკუსია აღნიშნულ ცდებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები ცდების შედეგებთან დაკავშირებით.

ნანახია 1697-ჯერ



კლუბი: ირმის ნახტომი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238