როგორ გავხდე კლუბის წევრი

როგორ გავხსნა კლუბის ვებ-გვერდი პორტალზე www.chemclub.edu.ge?

კლუბის ვებგვერდის სამართავ პანელზე დაშვებისათვის ელ-ფოსტაზე: goldennumber2023@gmail.com გააგზავნეთ:

  1. კლუბის დასახელება:
  2. კლუბის დასახელების შესაბამისი gmail-ის ფოსტა.
    მაგალითად: momavlis_qimikosebi@gmail.com ან mq@gmail.com აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ თქვენი კლუბი დარეგისტრირდება პორტალზე და პაროლი გეცნობებათ ელ ფოსტის საშუალებით.

 

რა ინფორმაციების განთავსება შეიძლება კლუბის ვებ-გვერდზე?

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ვებ გვერდზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  •  ინფორმაცია კლუბის შესახებ
  •  კლუბის ხელმძღვანელისა და წევრების სახელი, გვარი და ელ-ფოსტა
  •  სიახლე (მოკლე ინფორმაცია, კლუბის მიერ ჩატარებული ან დაგეგმილი რაიმე სახის აქტივობის შესახებ)
  •  ექსპერიმენტი (ვიდეო კლიპი ქიმიური ექსპერიმენტის ან სხვა განხორციელებული აქტივობის შესახებ. ვიდეო ატვირთული უნდა იყოს www.youtube.com-ზე.)
  • პრეზენტაცია/პროექტი (კლუბის მიერ მომზადებული რაიმე სახის პროექტი, მაგ. კონფერენციის მოხსენება)

 

რა ინფორმაცია დამჭირდება კლუბის შესახებ?

ვებ პორტალზე დარეგისტირების შემდეგ კლუბმა უნდა შეავსოს მისი პროფილის გვერდი, რომელისთვისაც საჭიროა: 

  • კლუბის დასახელება
  • ორგანიზაცია/სკოლა
  • მისამართი
  • ქალაქი/რაიონი
  • საკონტაქტო ტელეფონი
  • კლუბის ელ-ფოსტა
  • კლუბის ხელმძღვანელი
  • კლუბის დაარსების თარიღი
  • კლუბის ლოგო (თუ კლუბს აქვს საკუთარი ლოგო). კლუბის ლოგოს სურათის პარამეტრები: სიგანე 120px, სიმაღლე 120px, რეზოლუცია 72dpi. ფაილის ტიპები: jpg, png, gif
  • კლუბის ბანერი (ქიმიის თემატიკისათვის შესაბამისი რაიმე სახის სურათი). კლუბის ბანერის სურათის პარამეტრები: სიგანე 596px, სიმაღლე 296px, რეზოლუცია 72dpi, ფაილის ტიპები: jpg, png, gif  

 

შემიძლია თუ არა კლუბის წევრები განვათავსიო ვებგვერდზე?

დიახ. კლუბის წევრების დასამატელად ვებგვერდზე დაგჭირდებათ:

  •  კლუბის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ელფოსტა და სურათი
  •  კლუბის წევრების სახელი, გვარი, ელფოსტა და სურათი

კლუბის წევრების სურათების პარამეტრები: სიგანე 130px; სიმაღლე 150px, რეზოლუცია 72dpi, ფაილის ტიპები: jpg, png, gif  

 

სიახლის განთავსებისათვის რა სახის ინფორმაციაა საჭირო?

სიახლე სიახლის განთავსებისათვის საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია:

  •  თარიღი
  •  სათაური (სასურველია არ აღემატებოდეს 100 სიმბოლოს)
  •  მოკლე ანოტაცია (მოკლე ანოტაცია შიძლება იყოს ძირთადი ტექსტიდან მოკლე ამონარიდი, რომელიც მაქსიმალურად სრულ წარმოადგენს იძლევა სიახლის შესახებ. სასურველია არ აღემატებოდეს 250 სიმბოლოს)
  •  ძირითადი ტექსტი.
  •  საიმიჯო სურათი. სურათის პარამეტრები: სიგანე 250px; სიმაღლე 250px, რეზოლუცია 72dpi, ფაილის ტიპები: jpg, png, gif  

 

პრეზენტაციის განთავსებისათვის რა სახის ინფორმაციაა საჭირო?

  • პრეზენტაციის განთავსებისათვის საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია:
  • თარიღი
  • სათაური (სასურველია არ აღემატებოდეს 100 სიმბოლოს)
  • კლუბის google drive-ზე ან ინტერნეტ სივრცეში სხვაგან განთავსებული პრეზენტაციის ფაილის ბმული. მნიშვნელოვანია, რომ წყაროსთან წვდომა უნდა იყოს თავისუფალი (google drive-ზე განთავსების დროს).
  • საიმიჯო სურათი. სურათის პარამეტრები: სიგანე 250px; სიმაღლე 250px, რეზოლუცია 72dpi, ფაილის ტიპები: jpg, png, gif  

 

პრეზენტაციის განთავსებისათვის რა სახის ინფორმაციაა საჭირო?

ექსპერიმენტის (ვიდეოს) განთავსებისათვის საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • თარიღი
  • სათაური (სასურველია არ აღემატებოდეს 100 სიმბოლოს)
  • მოკლე ანოტაცია (მოკლე ანოტაცია შიძლება იყოს ძირთადი ტექსტიდან მოკლე ამონარიდი, რომელიც მაქსიმალურად სრულ წარმოადგენს იძლევა ვიდე კლიპის შესახებ. სასურველია არ აღემატებოდეს 250 სიმბოლოს)
  • სასურველია ძირითადი ტექსტის დართვა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ვიდეო კლიპში აღწერილი მასალა. მისი არ არსებობის შეთხვევაში გამოიყენეთ მოკლე ანოტაციის ტექსტი
  • საიმიჯო სურათი. სურათის პარამეტრები: სიგანე 250px; სიმაღლე 250px, რეზოლუცია 72dpi, ფაილის ტიპები: jpg, png, gif
  • youtube-ზე განთავსებული ვიდეოს ბმული.  

 

როგორ მოვამზადო ბანერისა და სამიჯო სურათები მოთხოვნილი პარამეტრების მიხედვით?

ვებჰვერდზე განსათავსებელი სურათები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. მათი სასურველი ზომამდე დაყვანისათვის იხილეთ შესაბამისი ინსტრუქცია.