წესდება

ზოგადი დებულებები

მიზნები:

  • მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
  • სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
  • საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
  • ინტერესის გაზრდა მეცნიერებისადმი;
  • მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
  • პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
  • წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
  • მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;

 

არაფორმალური განათლების პირობები

  • მარტივი ექსპერიმენტები უსაფრთხო იყოს მოსწავლეებისთვის;
  • ყველა ექსპერიმენტი იყოს საინტერესო;
  • მეცადინეობები გათვლილი იყოს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეზე, მათი ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით;
  • ექსპერიმენტები ეფუძნებოდეს მოსწავლეთა თეორიულ ცოდნას;
  • მოსწავლეებს მიეცეთ ექსპერიმენტების დამოუკიდებლად, ხელმძღვანელის ინსტრუქციის მიხედვით ჩატარების საშუალება;
  • მოსწავლეებს მიეცეთ დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანის საშუალება;
  • კლუბში მეცადინეობის დროს მოსწავლეები უნდა კარგავდნენ დროის შეგრძნებას

 

 

კლუბის მეცადინეობის წარმართვა

  • კლუბის ხელმძღვანელს შეუძლია მეცადინეობები ჩაატაროს კვირაში 1-ჯერ. სასურველია მეცადინეობები თვეში მინიმუმ 2-ჯერ ჩატარდეს.
  • ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ერთი.
  • მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • კლუბის ხელმძღვანელს შეუძლია რამდენიმე ჯგუფი შექმნას ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით.
  • აქტივობები წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი და სასურველია თუ შინაარსობრივად გადაებმება აქტივობა ერთმანეთს.
  • მეცადინეობების დროს შესაძლებელია ჩატარდეს ერთი ან ორი აქტივობა.
  • კლუბის წევრებმა უნდა იმუშაონ დამოუკიდებლად და ჰქონდეთ მსჯელობისათვის გარკვეული დრო.
  • მეცადინეობების დროს მოსწავლეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავისუფლად იმოძრაონ, ისაუბრონ და განიხილონ ექსპერიმენტები, როგორც წყვილებში, ასევე ჯგუფებშიც.
  • სასურველია მასწავლებელმა მოამზადოს მარტივ ექსპერიმენტთან ერთად იგივე თემაზე ვიდეო, აუდიო ან ფოტო მასალა, რაც ნაყოფიერს გახდის კლუბის მეცადინეობებს.
  • შესაძლებელია დაგეგმილი იქნეს პროექტი, პრეზენტაცია, კვლევები, საველე სამუშაოები. ასევე მნიშვნელოვანია მოეწყოს ექსკურსიები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უკეთ ათვისების და დაინტერესების მიზნით.
  • სასურველია აქტივობები ეფუძნებოდეს ადვილად ხელმისაწვდომ მასალებს. მნიშვნელოვანი იქნება სკოლის ჩართულობა მატერიალური მხარის უზრუნველყოფის მიზნით.
  • კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობები უნდა განთავსდეს კლუბის ვებ გვერდზე.
  • კლუბის მუშაობა გამჭვირვალეა და როგორც სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლებისათვის, ისე ნებისმერი დაინტერესებული პირისათვის.
  • სასურველია კლუბმა მოახერხოს თანამშრომლობა სხვა კლუბებთან ერთობლივი პროექტებისა განხორციელებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით.
  • მნიშნელოვანია კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეს პირველივე მეცადინეობაზე გაეცნოს ლაბორატორიაში მოქცევის წესები და უსაფრთხოების ტექნიკა.

 

 

სამუშაო გეგმა

  • კლუბს უნდა ჰქონდეს ერთ-წლიანი სამუშაო გეგმა.
  • სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს განსახორციელებელი აქტივობების, მათი განხორციელების ვადებსა და საჭირო რესურსების ჩამონათვალს (დანართი 1).
  • კლუბის სამუშაო გეგმა დამოწმებულ უნდა იყოს კლუბის ხელმძღვანელის მიერ და შეთანხმებული სკოლის დირექტორთან.

 

განხორციელებული აქტივობების შეფასება

  • კლუბი პერიოდულად უნდა ახორციელებდეს მის მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასებას
  • აქტივობების შეფასებისათვის იყენებს ვებგვერდზე განთავსებული მასალების გარე შეფასებას (კომენტარებს, შეფასებებს, რეკომენდაციებს და სხვა)
  • აქტივობების შეფასებისათვის შესაძლებელია გამოკითხვის ჩატარება (დანართი 2).
  • ახორციელებს განხორციელებული საუკეთესო აქტივობების პრეზენტაციას რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე და კონკურსებზე.

 

კლუბში გაწევრიანება

  • კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს
  • კლუბში გაწევრიანებისათვის დაინტერესებული უნდა გაეცნოს კლუბში მუშაობის წესებს და შეავსოს შესაბამისი განაცხადი (დანართი 3).

ლაბორატორიაში ქცევის წესები:

  • ლაბორატორიაში მუშაობის წესები განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას
  • კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეს პირველივე მეცადინეობაზე გაეცნოს ლაბორატორიაში მოქცევის წესები და უსაფრთხოების ტექნიკა.
  • პირადი უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების დროს ატაროთ ხალათი, დამცავი სათვალე, გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები.
  • ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ინსტრუქცია. თუ რომელიმე ინსტრუქცია ან პროცედურა გაუგებარია ჰკითხეთ მასწავლებელს, სამუშაოს დაწყების წინ. არასოდეს იმუშაოთ ლაბორატორიაში უფროსის თანდასწრების გარეშე. ნებისმიერი შემთხვევის შესახებ დაუყონებლივ შეატყობინეთ მასწავლებელს.
  • ლაბორატორიაში მუშაობის დროს უნდა გეცვათ დახურული ფეხსაცმელი. გრძელი თმა უნდა შეიკრათ და არ გამოიყენოთ დიდი სამკაული.
  • ლაბორატორიაში ნებისმიერ დროს აკრძალულია ჭამა და დალევა. არ გამოიყენოთ ლაბორატორიული ჭურჭელი საჭმლის შესანახად.
  • მოერიდეთ ნივთიერებების ორთქლის შესუნთქვას. დაუშვებელია ნივთიერებების შეხება, დაყნოსვა ან გასინჯვა, თუ ამის მითითება არ გაქვთ მასწავლებლისგან. თუ რომელიმე ნივთიერება დაგესხათ კანზე სასწრაფოთ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. გაცხელების დროს არასოდეს მიმართოთ სინჯარის პირი თქვენკენ ან სხვისკენ.
  • დაუშვებელია ლაბორატორიაში სირბილი და თამაში.
  • დარწმუნდით რომ ზუსტად იცით თუ სად მდებარეობს პირველადი დახმარების ნაკრები,
  • ცეცხლსაქრობი, უსაფრთხოების შხაპი, თვალების დასაბანი.
  • გამოყენების წინ აუცილებლად შეამოწმეთ მინის ჭურჭელი რომ არის იყოს დაზიანებული.
  • ნებისმიერ ელექტრულ ხელსაწყოსთან მუშაობის შემთხვევაში ხელები უნდა გქონდეთ მშრალი.
  • ლაბორატორიული სამუშაოს დამთავრების შემდეგ ყველაფერი დააბრუნეთ თავის ადგილზე. დაასუფთავეთ სამუშაო მაგიდა. დაიბანეთ ხელები საპნით. გამორთეთ ელექტრული ხელსაწყოები.

 

ქიმიური ნივთიერებების შენახვის ზოგადი წესები

  • შეინახეთ ნივთიერებები საკეტიან კარადაში მყარი თაროებით.
  • დარწმუნდით რომ ყველა კარადას აქვს საკეტი.
  • ყველა შესანახი კარადა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
  • ნივთიერებების შესანახი ოთახი უნდა ნიავდებოდეს.
  • მოახდინე ქიმიური ნივთიერებების ორგანიზება მათი თავსებადობის მიხედვით.
  • მჟავები შეინახეთ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ცალკე კარადაში. გაითვალისწინეთ რომ აზოტმჟავა უნდა ინახებოდეს ყველა სხვა მჟავისგან განცალკევებით.
  • მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერებები უნდა ინახებოდეს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ საცავში, რომელზეც გარკვევით იქნება გამოსახული ტოქსიკურობის სიმბოლო.
  • აქროლადი და მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები შეინახეთ კარგად განიავებად კაბინეტში.
  • აალებადი ნივთიერებები შეინახეთ მათთვის განკუთვნილ ცალკე კარადაში.
  • წყლის მიმართ სენსიტიური ნივთიერებები შეინახეთ ცივ და მშრალ ადგილას.
  • არ დადოთ მძიმე მასალები, თხევადი ნივთიერებები და დიდი კონტეინერები მაღალ თაროებზე.
  • არ შეინახოთ ქიმიური ნივთიერებები კარადის თავზე.
  • არ დადოთ ქიმიური ნივთიერებები იატაკზე, თუნდაც დროებით.
  • არ შეინახოთ ნივთიერებები ამწოვ კარადაში გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ იყენებთ.
  • არ შეინახოთ ქიმიური ნივთიერებები თვალის სიმაღლეზე მაღლა.
  • არ შეინახოთ ნივთიერებები საჭმელთან და სასმელთან ერთად. ასევე არ შიენახოთ ნივთიერებები პერსონალის პირად მაცივარში, თუნდაც დროებით.
  • არ დაალაგოთ ქიმიური ნივთიერებები უშუალოდ მზეზე ან ქურასთან ახლოს.
  • ქიმიური ნივთიერებების შესანახად არ გამოიყენოთ საჭმლის კონტეინერები.
  • დარწმუნდით რომ ყველა კონტეინერი კარგად არის დახურული.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაწმინდეთ კონტეინერი და დააბრუნეთ კარადაში.

 

ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირების ზოგადი წესები

  • გამოიყენეთ ეტიკეტები, რომელიც კარგად ეკვრება ჭურჭელს.
  • გამოიყენეთ წყალგამძლე მარკერი ეტიკეტირებისთვის.
  • ეტიკეტი დაწერეთ ან დაბეჭდეთ გარკვევით და თვალნათლივ.
  • გამოცვალეთ დაზიანებული ან ნახევრად მიკრული ეტიკეტი დაუყონებლივ.
  • კომერციულად შეფუთულ ნივთიერებებზე უნდა იყოს ქიმიური სახელწოდება, მწარმოებლის სახელი და უსაფრთხოების სიმბოლოები.
  • ეტიკეტზე უნდა მიუთითოთ ნივთიერების ლაბორატორიაში მიღების თარიღი. გახსნის თარიღი და ვადის გასვლის თარიღი (თუ არ არის საწყის ეტიკეტზე მოცემული).
  • როცა ორიგინალი შეფუთვიდან ნივთიერებას გადაიტანთ სხვა ჭურჭელში, ასეთ კონტეინერს ეწოდება მეორედი კონტეინერი.
  • მეორად კონტეინერზე მიუთითეთ ქიმიური სახელწოდება, როგორც იყო მითითებული ორიგინალ შეფუთვაზე.
  • მეორადი კონტეინერის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული ქიმიური ნივთიერების მწარმოებელი და იმ პიროვნების სახელი და გვარი, რომელმაც დაამზადა ხსნარი ორიგინალი კონტეინერიდან.
  • საჭირო შენახვის პირობები და უსაფრთხოების სიმბოლოები.
  • კონცენტრაცია და/ან სისუფთავე
  • მომზადების თარიღი
  • ვადის გასვლის თარიღი
  • მომზადებული ხსნარები, რომლებიც გამოყენებაც აუცილებელია მომზადებისთანავე და არ ინახება, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ქიმიური სახელწოდება და ინფორმაციას უსაფრთხოების შესახებ.
  • სპეციალური კონტეინერი უნდა გამოიყენებოდეს ქიმიური ნარჩენებისთვის, რომელზეც მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი წარწერით „ქიმიური ნარჩენები“.
  • უეტიკეტო ნივთიერებები არ უნდა ინახებოდეს ლაბორატორიაში არასოდეს!!!

 

ლაბორატორიაში რეკომენდებული უსაფრთხოებისა და გადაუდებელი დახმარების მოწყობილობები

პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა:

  • დამცავი სათვალე
  • სახის დამცავი ფარი/ეკრანი
  • ლაბორატორიული ხალათი
  • ლაბორატორიული წინსაფარი
  • ხელთათმანები

უსაფრთხოების და გადაუდებელი დახმარების მოწყობილობები

  • თვალის ამოსარეცხი პუნქტი
  • უსაფრთხოების შხაპი
  • ცეცხლმაქრი
  • ქვიშის ვედრო
  • ცეცხლსაწინააღმდეგო საბანი
  • საგანგებო ნიშნები და პლაკატები
  • ცეცხლის აღმომჩენი განგაშის სისტემა
  • პირველადი დახმარების ნაკრები
  • სითხის დაღვრის მაკონტროლებელი ნაკრები (აბსორბენტები ან გამანეიტრალებელი აგენტები)
  • ქიმიური ნივთიერებების შესანახი კაბინეტი (სასურველია ფეთქებადსაწინააღმდეგო სავენტილაციო სისტემით)
  • დიდი ზომის ვედროები ქიმიური ნივთიერებების შემცველი ბოთლების/კონტეინერების გადასატანად
  • ამწოვი კარადა
  • კონტეინერი გატეხილი მინის ჭურჭლისა და ბასრი საგნებისთვის

 

პირველადი დახმარების ნაკრები

  • პირველადი დახმარების ნაკრებში შემავალი ნივთებისა და მედიკამენტების ჩამონათვალი:
  • პირველადი დახმარების ჩანაწერების ჟურნალი
  • მაკრატელი, პინცეტი
  • სტერილური დოლბანდი
  • სტერილური ხელსახოცები
  • ლეიკოპლასტირი
  • ბამბა
  • წყალბადის პეროქსიდი (3 %)
  • თვალის მალამო
  • დამწვრობის მალამო
  • სისხლის გასაჩერებელი ჟგუტი
  • გამაცივებელი პაკეტი
  • შხამსაწინააღმდეგო საშუალება
  • სტერილური ხელთათმანები

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240