სიახლე

25-10-2019 :   კლუბ " ირმის ნახტომის" მეორე სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 25 ოქტომბერს შედგა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ ,,ირმის ნახტომის“ მეორე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის თემები:
1. აქტივობა: ურთიერთწარდგენა- ჩემი ჰობი ( სხეულის ენით ახსნა);
2 .აქტივობა: სამუშაო წესების შედგენა- კალამბური;
3. აქტივობა: „მოლოდინების ხის“ შექმნა;
4. აქტივობა: „პიკასოს ექსპერიმენტი“ -კლუბის პროფილის შექმნა;
5.აქტივობა: „აიღე შენი ნივთი“- ინფორმაციის გადაცემა;
6. აქტივობა-კლუბის ლიდერისა და მოადგილის არჩევა;

კლუბის მეურვემ თალიკო ჯაყელმა მოსწავლეებს გააცნო მეორე შეხვედრის სამუშაო გეგმა, მიაწოდა ინსტრუქციები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას, მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია. შეხვედრის დასაწყისში თითოეულმა მოსწავლემ წარადგინა საკუთარი თავი აუდიტორიის წინაშე- სხეულის ენით ისაუბრეს მათი ჰობისა და გატაცების შესახებ. შემდეგ შეადგინეს კლუბის მუშაობის წესები კალამბურის სახით და შექმნეს „მოლოდინების ხე“. მოსწვლეებისათვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა „პიკასოს ექსპერიმენტზე“ მუშაობა-შეიქმნა კლუბის პროფილი. აქტივობა „აიღე შენი ნივთი“ ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელების სიზუსტის გადამოწმებას- ეს აქტივობა განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისათვის.
შეხვედრის დასასრულისათვის, მოსწავლეებმა დაასახელეს კანდიდატურები კლუბის ლიდერისა და მოადგილის ასარჩევად. ხმათა უმრავლესობით სასკოლო კლუბ „ ირმის ნახტომის „ ლიდერად არჩეულ იქნა IX ა კლასის მოსწავლე ელენე ბერიძე , ხოლო მოადგილედ- IX ა კლასის მოსწავლე ანა სურმანიძე

ნანახია 1673-ჯერ



კლუბი: ირმის ნახტომი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240