სიახლე

29-11-2019 :   ნარევის კომპონენტებად დაყოფა

სსიპ ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - "კრიპტონი" წევრებმა ჩაატარეს
ექსპერიმენტები თემაზე, ნარევის კომპონენტებად დაყოფა.
პირველ ექსპერიმენტში მოახდინეს მარილისა და ქვიშის გამოყოფა ნარევიდან, ხსნარის გაფილტვრით
და შემდეგ ფილტრატის აორთქლებით.
მეორე ექსპერიმენტში რკინის ნაქლიბი და გოგირდის ნარევი მაგნიტით დაყვეს შემადგენელ
კომპონენტებად.
მესამე ექსპერიმენტში წყლისა და ზეთის ნარევიდან კომპონენტები გამყოფი ძაბრით გამოაცალკევეს.

ნანახია 2265-ჯერ



კლუბი: კრიპტონი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240