სიახლე
09-11-2019 : ცდები შოკოლადზე
საინტერესო ისტორიის შესწავლის შემდეგ ჩვენი– მოსწავლეების ინტერესი შოკოლადზე უფრო გაიზარდა,თუ რა საფრთხის წინაშე ვიდექით შოკოლადის მიღების მომენტში.დავინტერესდით „არის თუ არა შოკოლადი წვადი ?““შეიცავს თუ არა შოკოლადი ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს ?“ ამისათვის Alpen Gold-ს და Milka-ს ფირმის რძიანი შოკოლადი.დავაქუცმაცეთ და „ავანთეთ“,ერთი ფილა შოკოლადის წვისას იმდენი სითბო წარმოიქმნა,შესაძლებელია შევწვათ ერთი კვერცხი. დავათვალიერეთ შოკოლადის ეტიკეტი.რა ნივთიერებებს შეიცავს იგი ?არის მასში არომატიზატორები ან სხვა დანამატები ?ამისათვის დავაქუცმაცეთ შოკოლადი და დავასხით 200მლ თბილი აცეტონი, ვურიეთ მანამ,სანამ არ მივიღეთ ერთგვაროვანი მასა.მიღებული მასა გავფილტრეთ,ფილტრატი ავწონეთ,როცა აცეტონი აქროლდა, ჭურჭელში მხოლოდ კაკაოს ცხიმი დარჩა,მასათა სხვაობით დავადგინეთ კაკაოს ცხიმის მასა.
ფილტრის ქაღალდი ავწონეთ შოკოლადიანად,შემდეგ მოვათავსეთ ძაბრში, ნაწილ–ნაწილ დავასხით 50 მლ ცხელი წყალი, შაქარი გაიხსნა, და წყალხსნარის სახით კოლბაში მოგროვდა.გავაშრეთ ფილტრის ქაღალდი ჰაერზე და კვლავ ავწონეთ. მასათა სხვაობამ გვიჩვენა შაქრის მასა.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ქიმიური ანალიზი Alpen Gold-ს და Milka-ს ფირმის რძიან შოკოლადზე.ამისათვის მივმართეთ ბსუს.
გამოვიკვლიეთ შოკოლადის :
I.ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები.
II .დაქუცმაცების ხარისხი.
მივედით დასკვნამდე, რომ კარგი ხარისხის შოკოლადი აუცილებლად შეიცავს ძირითად ნივთიერეებს და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები ნორმას აკმაყოფილებს.მოსწავლეების რჩევაა:ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვამდე შეამოწმეთ მისი გამოშვების თარიღი, ვარგისიანობა და ის თუ როგორ პირობებში ინახება, რომ გემრიელი აუცილებლად იყოს სასარგებლოც!
ნანახია 2398-ჯერ
კლუბი: რადიუმი