სიახლე

11-11-2019 :   კლუბის მე-2 შეხვედრა

2019 წლის 11 ნოემბერს შედგა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ,,ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,little chemists“ რიგით მე-2 შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა კლუბის ხელმძღვანელი მაგული ჯინჭარაძე და კლუბის წევრები,(სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები). შეხვედრაზე აირჩიეს კლუბის ლიდერი, შეიმუშავეს კლუბის სამუშაო გეგმა, დაადგინეს სამუშაო შეხვედრების განრიგი (თვეში 2-ჯერ, ყოველი თვის მე-2 და ბოლო ორშაბათი) და დაგეგმეს განსახორციელებელი აქტივობები. მასწავლებელმა კლუბის წევრებს გააცნო ქიმიური ჭურჭლებისა და რეაქტივების დანიშნულება, აგრეთვე უსაფრთხოების წესები ექსპერიმენტების ჩატარების დროს. გააცნო გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიმბოლოების მნიშვნელობა. ბოლოს ჩაატარა გამოკითხვა (ქვიზი) ტესტირებით უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ.

ნანახია 1667-ჯერ



კლუბი: Little Chemists

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238