სიახლე

30-11--0001 :   სსიპ ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,უბრალოდ ქიმიკოსების "მორიგი შეხვედრა თემა

კაცობრიობის რეალური გადარჩენისათვის ბრძოლაში სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო მასშტაბების ზრდასთან, რომლებმაც გამოიწვიეს დედამიწის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაბინძურების გაზრდა. გარემოსთვის ზიანის მიყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების არამიზანმიმართულმა გამოყენებამ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნიადაგის, ატმოსფეროს, მცენარეული პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მხოლოდ მოწამვლის, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც ხდება.

ნანახია 2761-ჯერ



კლუბი: უბრალოდ ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240