სიახლე

10-10-2019 :   სტუმრად ლაბორატორიაში


ვიმყოფებოდით ბსუს აგრარული დამემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში. კვების პროდუქტებისგადამუშავების ტექნოლოგიურგანყოფილებაში არსებულლაბორატორიაში. დავათვალიერეთდანადგარ მოწყობილობები: ქიმიურიჭურჭლები, წყლის გამოსახდელიაპარატი, გამწოვი კარადა, სხვადასხვატიპის სასწორი (ტორზიონი,ტექნიკურიდა ელექტრული), წყლის აბაზანები, მუფელი, სასშრობი კარადები, ელექტრო სანჟღრეველები, PH–მეტრები, კონდუქტომეტრები, ელექტროფიტომეტრი და სხვა.გავეცანით ქიმიურ აპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების ტექნიკას. ინსტიტურის მეცნიერ–თანამშრომლებმა, ნუნუ კუტალაძემ და დარეჯან ჩიქოვანმა, გვესაუბრეს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობისას. ლაბორატორიაში არსებული ნივთიერებები მეტ-ნაკლებად მომწამვლელი და ცეცხლსაშიშია, ამიტომ აუცილებელია სისუფთავის დაცვა და წესრიგი. არ უნდა დავუშვათ ნივთიერებების კანთან შეხება, ხელებით არ უნდა შევეხოთ სახესა და თვალებს, მუშაობის დროს არ უნდა მივიღოთ კვების პროდუქტები. კატეგორიულად აკრძალულია მოქმედი დანადგარის უყურადღებოდ მიტოვება. ჭურჭელი, რომელშიც რეაქტივი ინახება, უნდა იყოს ზუსტი დასახელება. რეაქტივების გამოყენება უეტიკეტო ჭურჭლიდან აკრძალულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცდის ჩატარება ჭუჭყიან ჭურჭელში. შესაბამისად ცდის დამთავრებისთანავე ჭურჭელი უნდა გაირეცხოს.


ნანახია 1892-ჯერ



კლუბი: რადიუმი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240