სიახლე

05-10-2019 :   ჩაი, როგორც pH-ინდიკატორი


5 ოქტომბერს ჩატარდა კლუბ რადიუმის კიდევ ერთი შეხვედრა თემაზე:

1. სამი მზეზი ჩაისთვის...( მითი და თვისებები)

2. ჩაი, როგორც ph-ინდიკატორი.

კლუბის წევრებმა წარადგინეს პრზენტაციები ჩაის შესახებ.

მოკლე ისტორია თუ როგორ გაჩნდა ჩაი - ჩინეთის იმპერატორი შენ ნანგი სანადიროდ წავბრძანებულა და გაციებულა. კოცონი დაუნთიათდა ზედ წყალი შემოუდგამთ. ნიავი ქროდა და მდუღარე წყალში ჩაის ფოთლები ჩაცვენილა, რომლებიც იქვე მდგარი ჩაის პატარა ბუჩქიდან მოფრინდა. იმპერატორს ეს სასმელი მოსწონებია და უთქვამს, რომ არ ვიცი მე არაფერი, ამის შემდეგ ცხელ წყალს ამ ფოთლებით დავლევთ ყოველთვისო.

ჩაის დალევა სასარგებლია ჩვენი ორგანიზმისათვისაცჩაი, ფაქტიურად იგი ერთი დიდი საწყობია. მის შემადგენლობაშია ცილები, ამინმჯავები, ეთერზეთები, ვიტამინები, განსაკუთრებითდიდი ოდენობითაა pp ვიტამინი. ჩაის ფოთლის სული და გული ხომ ტანინია?! სწორედ ეს ნივთიერება აძლევს განსაკუთრებულ, დამახასიათებელ გემოს.. ის ასევე გვიცავს ჭარბი წონისგან და არ შეიცავს კოფეინს, ამავდროულად ამაგრებს ძვლოვან სტრუქტურასაც.

ძალიან სასარგებლო და გემრიელია ჩაი ლიმნით ან კომშით. ეს ერთერთი ეფექტური საშუალებაა გრიპთან და გაციებასთან საბრძოლველად.

შეგიმჩნევიათ, რომ ჩაიში ლიმონის ჩადებისას, იგი ფერს იცვლის და უფრო ღიავდება?! ეს ბუნებრივი-ქიმიური რეაქციაა, თუმცა ამ დროს არც ჩაი და არც ლიმონი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს, პირიქით, უფრო აქტიურდება მისი ძალები და თვისებები.

ნანახია 1713-ჯერ



კლუბი: რადიუმი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238