სიახლე

28-09-2019 :   პერიოდული სისტემა იუბილარია


* 2019 წლის 28 სექტემბერს შედგა კლუბ რადიუმის მორიგი შეხვედრა თემაზე “პერიოდული სისტემა იუბილარია”. კლუბის წევრებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები სხვადასხვა მეცნიერებზე.

* 1864 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ჯობ ნიულენსმა შექმნა “ოქატავათა კანონი”. დაკვირვების შედეგად მან დაადგინა, რომ თუ ელემენტებს დავალაგებდით ატომური მასის ზრდის მიხედვით, ყოველი მერვე ელემენტი რაღაცით ემსგავსებოდა პირველს, როგორც ყოველი მერვე ნოტი ყოველ მუსიკალურ ოქტავაში.

* ნიულენდსზე ერთი წლით ადრე ფრანგმა დე შანკურტუანმაც სცადა ელემენტების განლაგება. მან ელემენტები სპირალურად ატომური მასების ზრდის მიხედვით განალაგა და “დედამიწის სპირალი” უწოდა.

* 1870 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ლოთარ მაიერმა ააგო ელემენტების ატომური მოცულობების მათივე ატომურ მასებზე დამოკიდებულების გრაფიკი. თუმცა ერთი წლით ადრე მენდელეევმა გამოაქვეყნა პერიოდული სისტემა. ამ საუკუნოვანი აღმოჩენისათვის ლონდონის ქიმიურმა საზოგადოებამ ის ძვირფასი მეტალ-ალუმინისგან დამზადებული ჭიქით დააჯილდოვა.

* სხვათაშორის პერიოდული სისტემის გაუმჯობესებაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახემწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პირველ რექტორს პეტრე მელიქიშვილსაც მიუძღვის წვლილი და ამას თვით მენდელეევიც აღიარებდა.

* ასევე შეადგინეს კროსვორდი პერიოდული სისტემის ელემენტებზე.

ნანახია 1680-ჯერ



კლუბი: რადიუმი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 752
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238