სიახლე

23-10-2019 :   ,,ქიმ-23"-ის პირველი შეხვედრა და ,,მოლის" დღის აღნიშვნა

2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლის ქიმიკოსთა კლუბის ,,ქიმ-23"-ის პირველი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრა ჩატარდა ,,მოლის" დღეს, რომელსაც ქიმიკოსები აღნიშნავენ 23 ოქტომბერს დღის 6.02 საათიდან საღამოს 6.02 საათამდე. შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ავირჩიეთ კლუბის პრეზიდენტი და სხვა თანამდებობის პირები. გავეცანით კლუბის დებულებას, ლაბორატორია დავასუფთავეთ, ყველა რეაქტივს და ხელსაწყოს მივუჩინეთ თავისი ადგილი და მოვახდინეთ მათი ეტიკეტირება. ,,მოლის" დღესთან დაკავშირებით გავაკეთეთ რამოდენიმე ამოცანა, შევადგინეთ კლუბის მუშაობის 2019-2020 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა და დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრები.

ნანახია 2388-ჯერ



კლუბი: ქიმ-23

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

274

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 748
პრეზენტაციები: 285
ექსპერიმენტები: 235