სიახლე
28-12-2018 : ატენის საჯარო სკოლა სტუმრად ქიმიის კლუბურ მუშაობაზე
#გახდიაღმოჩენი" პროექტის ფარგლებში ქიმიის კლუბურ მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,როგორც პარტნიორმა სკოლამ . მოსწავლეები გაეცნენ ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესებს, დაათვალიერეს ქიმიური ლაბორატორია,გავაცანი ქიმიური ჭურჭელი და მათი დანიშნულება. იხალისეს "ენერჯაიზერებით". ხიდისთავის საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა მათთვის განახორციელეს სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები. პროექტი ,, გახდი აღმომჩენი" ეს არის შანსი, იმ მეგობარი სკოლების მოსწავლეთათვის, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი ტიპის ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობის საშუალება. პროექტი სწორედ ამიტომ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ღირებულებას. ჩვენი პროექტი ხელს უწყობს არა ერთი სკოლის მოსწავლეების, არამედ რამოდენიმე მეგობარი სკოლების მოსწავლეების კვლევითი უნარების განვითარებას და მოტივაციის გაღრმავებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.
ნანახია 2356-ჯერ
კლუბი: გახდი აღმომჩენი