სიახლე
03-04-2019 : მენდელეევის პერიოდული სისტემა
გერმანელმა მეცნიერმა იოჰან დებერაინერმა მსგავსი თვისებების ქიმიური ელემენტები ტრიადებად განალაგა.
ფრანგმა მეცნიერმა ემილ შანკურტუამ ელემენტები ცილინდრის სპირალზე ატომური მასის ზრდის მიხედვით დაალაგა.მეცნიერის გამოკვლევა უყურადღებოდ დარჩა.
ინგლისელმა მეცნიერმა ჟონ ნიულენდსმა შეამჩნია, რომ ატომური მასის ზრდის მიხედვით განლაგებულ ელემენტთა მწკრივში მერვე ელემენტი თვისებებით ჰგავდა პირველს.მისი ,,ოქტავების კანონი" სერიოზულად არავინ მიიღო.
გერმანელმა ლოტარ მეიერმა შეისწავლა ატომური მოცულობების ატომურ მასაზე დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება გრაფიკით გამოსახა.
რუსმა მეცნიერმა დ.ი.მენდელეევმა ელემენტები დაალაგა ატომური მასის ზრდის მიხედვით, გაითვალისწინა, რომ ელემენტთა თვისებები პერიოდულად მეორდებოდა და ჩამოაყალიბა პერიოდულობის კანონი.
ნანახია 2250-ჯერ
კლუბი: ORBITAL