სიახლე
13-06-2019 : შემაჯამებელი შეხვედრა
13 ივნისს კლუბ „მერვეს" 2018-19 წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.
კლუბის წევრებმა შეხვედრაზე მე-7-ე კლასელები დაპატიჟეს და მათთვის რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს: „ვულკანი", „ფარაონის გველი" და რამდენიმე ფერადი რეაქცია.
აღნიშნული აქტივობის მიზანი კლუბის წევრების მიერ ქიმიის სწავლების პოპულარიზაცია და ქვედა კლასის მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევა იყო, რაც კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს.
ნანახია 2575-ჯერ
კლუბი: მერვე