სიახლე

12-06-2019 :   კლუბის იდენტიფიცირება

სსიპ ქ. ბათუმის N5 საჯარო სკოლა მოსწავლეთა სასკოლო კლუბი ქიმიაში ,,მელიორა“ 2018-19 სასწავლო წელი ლოგო კლუბ ,,მელიორას“ წესდება -კლუბის... რომელიც არჩეულია ერთი წლის ვადით, მისი გადაყენება შესაძლებელია:პირადი განცხადების ან კლუბის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე. -კლუბის კურატორს აქვს უფლება:ჩაატაროს კლუბის სხდომა,წინასწარ მოამზადოს კლუბს, დაამტკიცოს მისი წევრების გადაწყევტილებები მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები კლუბის მოღვაწეობის შესახებ. - კურატორი უფლებამოსილია უარი თქვას ხელმძღვანელობაზე და ერთი თვის ვადაში წერილობით ამცნოს კლუბის წევრებს.ყველა გადაწყევიტელება მიიღება კლუბის წევრთა უმრავლესობაზე დაყრდნობით. - კლუბის წევრთა საქმიანობა დაუძნებულია თანასწორობაზე, ნებაყოფლობასა და თავისუფალ სიტყვაზე. - კლუბის წევრი შეიძლება იყოს მე-8, მე-12 კლასის მოსწავლეები - კლუბის წევრები არიან კლუბის დამაარსებლები და აქვთ თანასწორი უფლებები და მოვალეობები. - კლუბში გასაწევრიანებლად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს პირადი განცხადება. - კლუბის წევრის გარიცხვა შეიძლება: ა) მისგან კლუბის წესდების დარღვევისას, ბ) პირადი სურვილის შემთხვევაში განცხადების საფუძველზე - კლუბის წევრთა უფლებები: • მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში • დაგეგმოს და ჩაატაროს ღონისძიებები სხვადასხვა ფორმით • მიიღოს ინფორმაციები კლუბის დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ. კლუბის მიძნები და ამოცანები: 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (კერძოდ ქიმიის) წიგნიერების დონის ამაღება, საგნის შესწავლის მოტივაციის განვითარება, პოპულაცია; 2. მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა,თვითრეალიზაცია,სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვენბა; 3. ორგანიზებული, დაგეგმვისა და მართვის უნარის განვითარება; 4. პასუხისმგებლობის გრძნობის, კრეატიულ-ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის დანახვისა და გადაჭრის გზების უნარების ჩამოყალიბება-განვითარება; 5. ნიჭიერ მოსწავლეთა აღმოჩენა; საინფორმაციო ორგანო კლუბს აქვს საინფორმაციო ორგანო სკოლის კედლის გაზეთი; საგამოფენო გალერეა ,,ჩვენი შემოქმედება“ სამუშაო მიმართულებები: საკვლევა-ძიებო სამუშაოს ჩატარება, პროექით გათვალისწინებული პრობლემების (ეკოლოგიური კუთხით) იდენტიფიკაციისათვის და მისი გადაჭრის გზების (მოკლევადიანი,გრძელვადიანი) მოძიება მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში,ტურებში აქტიური მონაწილეობის რეალიზაცია. კლუბის მუშოაბის გრაფიკი კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, პარასკევობით კლუბის მუშაობის განრიგი, შეხვედრებისა და ღონისძიებების ადგილი, კურატორმა უნდა გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას, წინასწარ შეადგინოს და კლუბის წევრების გააცნოს ღონისძიებების გეგმა, საჭიროების მიხედვით. კლუბის წევრებს შეუძლიათ შეიტანონ კორექტირება/ცვლილება/ცვლილებები.

ნანახია 2476-ჯერ



კლუბი: მელიორა

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 752
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238