სიახლე
10-06-2019 : დოროთი ჰოჯკინი (1910-1999)
დოროთი მერი კროუფუტ ჰოჯკინი - ბრიტანელი ბიოქიმიკოსი, რომელმაც ცილის კრისტალოგრაფია შექმნა და ამისთვის 1964 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ჰოჯკინმა გააუმჯობესა რენტგენოლოგიური კრიტალოგრაფია. მეთოდი, რომლითაც ბიომოლეკულების სამგანზომილებიანი განსაზღვრა ხდება. მის ყველაზე დიდ აღმოჩენად ითვლება პენიცილინის სტრუქტურის დადასტურება, რომელზეც იდეის დონეზე საუბრობდნენ ერნესტ ჩეინი და ედვარდ აბრამი. მეორე მისი ყველაზე ცნობილი აღმოჩენაა ვიტამინ B12-ის სტრუქტურის აღმოჩენა, რის საფუძველზეც ჰოჯკინი პირველი ქალი ნობელის პრიზიორი გახდა. 1969 წელს, 35 წლიანი მუშაობის შემდეგ ჰოჯკინმა გაშიფრა ინსულინის სტრუქტურა. რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფია ფართოდ გავრცელებული მეთოდი გახდა და არაერთი მოლეკულის სტრუქტურის გამოკვლევას დაუდო საფუძველი. ჰოჯკინი ბიომოლეკულების რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი იყო.
ნანახია 1985-ჯერ
კლუბი: MendelGroup