სიახლე
24-05-2019 : "გაზაფხული 2019"
ქიმიკოსის კლუბის წევრების ინიციატივით, კლუბის ხელმძღვანელისა და სკოლის დირექციის დახმარებით, მოსწავლეებმა განახორციელეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სახალისო ცდები ე.წ. სახელწოდებებით: "სპილოს ხორთუმი", ფერადი შადრევანი", "ფერადი ბუშტები სითხეში", "ფერების გადატანა ჭიქიდან ჭიქაში უკონტაქტოდ", "ტყლარწის მიღება", "ჟოლოსფერი სითხის გაუფერულება ამონასუნთქი ნახშირორჟანგით". ამ აქტივობის მიზანი გახლდათ მოტივაციის გაზრდა საგან ქიმიისადმი და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქიმია არის საგანი ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების შეძენა-ჩამოყალიბებისათვის და არა ტვირთი. ყველამ ერთად ძალიან ვიხალისეთ.
ნანახია 2540-ჯერ
კლუბი: ვერტყვიჭალელი ქიმიკოსუნები