სიახლე

05-06-2019 :   რომ არა ქიმიკოსები...

ქიმიკოსები დიდი ხანია ზრუნავენ ადამიანების ჩაცმა-დახურვაზე. გვთავაზობენ მოხდენილ, იაფ და გამძლე ქსოვილებს, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ბუნებრივს.
სინთეზური აბრეშუმის, ან შალის დამზადება ქარხნებში ათასჯერ უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე მილიარდობით აბრეშუმის ჭიისა თუ ცხვრის თვალუწვდენელი ფარის მოშენება. უკვე ძალიან დიდი ხანია ქიმიკოსებმა ბუნებრივი წიაღისეულიდან ისწავლეს თხელი და მტკიცე ბოჭკოების კეთება, მაგ. ქვანახშირისგან - ანიდის ძაფის, მეთანისგან- ენანტის, ნავთობისგან ლავსანის დამზადება. ქიმიურ ქარხანას ერთი წლის განმავლობაში შეუძლია დაამზადოს იმდენი მატყლი, რამდენსაც ცხვრის საუკეთესო ჯიშის უზარმაზარი, რამდენიმემილიონიანი ფარა მოგვცემდა. ხელოვნური შალისგან დამზადებული ტანსაცმელი არანაკლებ თბილი, პრაქტიკული და ბუნებრივთან შედარებით უფრო გამძლე და იაფია.
წარმოუდგენელი სიმტკიცით გამოირჩევა ანიდისა და ლავსანისგან შექმნილი ძაფები. მისგან დაწნულ სულ ორი სანტიმეტრის სისქის თოკზე შეიძლება დავკიდოთ ვაგონი და წვრილი თოკი ამ უზარმაზარ სიმძიმეს გაუძლებს.

ნანახია 2619-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240