სიახლე

05-06-2019 :   ,,გოგირდი"

გოგირდი (სიმბოლო S) – პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფის ელემენტია. მისი რიგობრივი რიცხვია –16. მასური რიცხვი 32. მაშასადამე, ბირთვი შედგება 16 პროტონისა და 16 ნეიტონისაგან. ბირთვის ირგვლივ 16 ელექტრონია. გოგირდი ტიპური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის ჟანგვის რიცხვი არის +4 და +6. ცნობილია გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახეცვლილება ესენია რომბული პრიზმული და პლასტიკური რომბული გოგირდი მდგრადია ოთახის ტემპერატურაზე, პრიზმული გოგირდი 96С ხდება მდგრადი ხოლო რაც შეეხება პლასტიკურ გოგირდს იგი 113С იწყებს ლღობას. გოგირდი რომ ცივ წყალშიჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.

ნანახია 2929-ჯერ



კლუბი: უბრალოდ ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240