სიახლე

06-06-2019 :   ,,წყალბადი"

ყალბადი არის ყველაზე მსუბუქი და ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტი, რომელიც წარმოადგენს უნივერსის მასის დაახლოებით 75%–ს. ვარსკვლავები ძირითადად შედგებიან წყალბადისაგან პლაზმურ მდგომარეობაში. ბუნებრივი ელემენტური წყალბადი დედამიწაზე შედარებით ნაკლებად გვხვდება. იგი არის ქიმიური ელემენტი ატომური ნომერთ - 1. იგი გამოისახება სიმბოლო H ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების ხანაში აღმოჩენილ იქნა, რომ ლითონებისა და მჟავების ურთიერთქმედებისას გამოიყოფა ადვილად აალებადი აირი. 1766 წელს ეს აირი გამოიკვლია ინგლისელმა მეცნიერმა ჰენრი კავენდიშმა. მან შეამჩნია, რომ წვის შედეგად აირიდან მიიღება წყალი. ცდების შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ ჟანგბადი წყლის შემადგენლობაში შედის. 1787 წელს ლავუაზიე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წყალბადი წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს. VIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე დადგინდა, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, წყალბადის ატომს გააჩნია ყველაზე მცირე მასა, რის გამოც ეს სიდიდე ეტალონად იქნა მიჩნეული.

ნანახია 2818-ჯერ



კლუბი: უბრალოდ ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240