სიახლე
03-06-2019 : ეტიუდი ქიმიის განვითარების ისტორიიდან(N3)
ჰემოგლობინი და ქლოროფილი ძალზედ რთული ორგანული ერთეულებია.წითელი ფერის სისხლს და მწვანე ფერის მცენარეებს ისინი განაპირობებენ. სხვადასხვა სახეობის ცხოველის სისხლი შედგება განსხვავებული ჰემოგლობინისგან,მაგრამ მათი ძირითადი სტრუქტურა მსგავსია.ადამიანის სისხლი საშუალოდ შეიცავს 750 გრამ ჰემოგლობინს.მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში ფასდაუდებელია,რადგან ის აწვდის ჟანგბადს რესპირატორული-სასუნთქი ორგანოებიდან ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ქსოვილს. ქლოროფილი მცენარის სხეულში დაახლოებით იგივე როლს ასრულებს,მაგრამ აქ რკინას მაგნიუმი ანაცვლებს. არ არის სავალდებულო,რომ მხოლოდ რკინა ან მაგნიუმი ასრულებდეს ამგვარ ფუნქციას.ისინი შეიძლება ჩაანაცვლოს სპილენძმა,მანგანუმმა ან ვანადიუმმა. დედამიწაზე არსებობენ ლურჯსისხლიანი ორგანიზმები.მათი სისხლის ჰემოგლობინი რკინის მაგივრად სპილენძს შეიცავს. ქიმია შეისწავლის ძალიან მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოვლენებს,რომელიც სხვა მეცნიერებებს ეხმარება განვითარებაში.
ნანახია 1553-ჯერ
კლუბი: GG-Chemists