სიახლე
30-11--0001 : ღვინო
ღვინო ქიმიური თვალთახედვით ურთულესი შემადგენლობის ობიექტია,ორგანულ ნივთიერებებთან ერთად (ალდეჰიდები,ეთანოლი, შაქრები ფერმენტები და სხვა) ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი აგრეთვე არაორგანული ნივთიერებები,რომლებიც ბუნებაში გვხვდება როგორც ბუნებრივად (წყალი,ნიადაგი) ისე ანტროპოგენური წყაროებიდან (სასუქები შხამქიმიკატები). ღვინის ხარისხის დასადგენად ორგანულ ნივთიერებებთან ერთად აუცილებელია არაორგანული ნივთიერებების და მათ შორის მძიმე მეტალების განსაზღვრა მძიმე მეტალების ემისიის წყაროები და მათი მცენარეში მოხვედრის გზები ბუნებრივი და ხელოვნურიZn Cu Mn Ni Co Pb Cd ტყვია (Pb) ყოველწლიურად ატმოსფეროში გამოიყოფა 1 მლნ ტონა,მისი დიდი ნაწილი წყალში ხსნადი, რაც განაპირობებს სერიოზულ საფრთხეებს. მცენარეში ხვდება როგორც ატმოსფეროდან ისე ნიადაგიდან. ტყვიის ბაზაზე იწარმოებოდა ფუნგიციდები.ტყვია შედის ეთილირებულ ბენზინში, ტყვიის აკუმულიატორების შემადგენლობაში და ა.შ.კადმიუმი (Cd) გამოიყენება სოფლის მეურნეობაში(პესტიციდები),საღებავებში და ა.შ იგი იწვევს როგორც თირკმელების ისე ძვლოვანი ქსოვილების დაავადებებ როგორც ცნობილია მძიმე მეტალები გამოირჩევიან თავისი ტოქსიკური თვისებებით,ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე:მაგ. ტყვიის აკუმულაცია ტვინში დაკავშირებულია პარკინსონის დაავადებასთან, ტყვიით ქრონიკული ინტოქსიკაცია, ზრდასრულ ადამიანებში იწვევს ანემიას, ზოგიერთი ტიპის სიმსივნეს, ტვინის მუშაობის შეფერხებას IQ-ს შემცირებას და სხვა. ღვინოების საშუალებით შესაძლებელია ადამიანისთვის აუცილებელი მეტალების (როგორიცაა მაგ. რკინა, თუთია) შეთვისება. ზოგადად, ერთი ჭიქა ღვინის დალევა, თუნდაც, მძიმე მეტალებით ძალიან დაბინძურებულის, არ წარმოადგენს იმდენად დიდ საფრთხეს, რამდენადაც, ასეთი ღვინის, ყოველდღიურად, დიდი ხნის მანძილზე, თითო ჭიქით დალევაღვინეობში, ზოგიერთი მძიმე მეტალის, მაქსიმალური დასაშვები ზღვარია: ტყვია (Pb) - 0.5მგ/ლ; კადმიუმი(Cd) - 0.01მგ/ლ; სპილენძი(Cu) - 1.0 მგ/ლ; თუთია (Zn) - 5მგ/ლ; რკინა (Fe) - ზღვარი დადგენილი არ არის.
ნანახია 2443-ჯერ
კლუბი: სხივები2