სიახლე

30-05-2019 :   ქიმიის კლუბის წევრების ვიზიტი ისპანის ჭაობის უნიკალურ ეკოსისტემაში.

კლუბის სამუშაო გეგმის მიხედვით განვახორციელეთ საველე გასვლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების, ისპანის ჭაობში.
გიდობა გაგვიწიეს მენეჯერმა, თამარ გოგიტიძემ და რეინჯერმა, მამუკა შამილიშვილმა, რომლებმაც კლუბის წევრებს ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს ჭაობის ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შესახებ.
მოსწავლეები განსაკუთრებით დააინტერესა ენდემურმა სახეობებმა: წყლის დუმფარამ და უნიკალურმა ხავსმა, სფაგნუმმა.
თანამშრომლებმა აგვიხსნეს, რომ ასეთი სახეობის ხავსი სხვაგან არსად მოიპოვება და მის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან მკვლევარები.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების უნიკალურობის შენარჩუნება, ეკოლოგიაზე ზრუნვა.

ნანახია 2350-ჯერ



კლუბი: რეაქცია

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240