სიახლე

02-06-2019 :   ეტიუდი ქიმიის განვითარების ისტორიიდან(N2)

სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს უწოდებენ.რომ არ არსებობდეს ეს სისტემა დღეს დედამიწის ზედაპირი 33-34 ცელსიუს გრადუსით ნაკლები იქნებოდა.ტერმინი არასწორი შედარებაა.ის სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს,როდესაც ნილს გუსტაფ ეკჰოლმა გამოაქვეყნა მისი ნაშრომები თემაზე-,, სათბურის ეფექტი".სინამდვილეში ნამდვილი სათბურისგნ მექანიზმი ძლიერ განსხვავდება.დღეს,ამ ფრაზის გაგონება ადამიანს თითქოს გლობალურ დათბობასთან მიანიშნებს.მისი ერთი მხარე,რომ განვიხილოთ ეს სწორი ასოციაციაა.სათბურის ეფექტის დროს სათბურის აირები ატმოსფეროდან არ უშვებენ მზის ენერგიას,სითბოს.ამიტომაც,ეს სითბო დედამიწაზე ბრუნდება და მისი ზედაპირი თბება.ეს ნორმალური და სასიცოცხლოდ საჭირო პროცესია ჩვენთვის,მაგრამ სად ჩნდება პრობლემა?პრობლემა ის არის რომ,ადამიანი ამ აირებს(ნახშირორჟანგს,მეთანს და სხვა) მისი საქმიანობის შედეგად დამატებით გამოყოფს.ამ აირთა დიდი კონცენტრაცია არ უშვებს ატმოსფეროდან საჭირო სითბოს და დედამიწის ზედაპირი თბება მეტად,ვიდრე საჭიროა.ამგვარად,შეიძლება სასიცოცხლოდ საჭირო მექანიზმი განადგურების მანქანად იქცეს. დღეს,ქიმიკოსები სამყაროს ეხმარებიან პრობლემასთან ბრძოლაში.მათ გამოიკვლიეს სხვადასხვა სათბურის გაზის სიმძლავრე და ცდილობენ მეტად ძლიერი სათბურის არიები,როგორიცა არის,ნახშირორჟანგი და მეთანი,შეამცირონ მათი გამოყოფა ბუნებაში სხვადასხვა გზით.

ნანახია 3364-ჯერ



კლუბი: GG-Chemists

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240