სიახლე

29-06-2019 :   ტყვია

ტყვია ადამიანის ორგანიზმს სჭირდება გარკვეული რაოდენობის ქიმიური ელემენტები მეტ-ნაკლები რაოდენობით (ჯამში 25 ელემენტი) , რომლებიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის, მაგრამ მათ შორის არ არის ტყვია. ნებისმიერი რაოდენობის ტყვია ადამიანის ორგანიზმში არის დაბინძურებული გარემოს შედეგი. სხვა მეტალები, როგორიცაა მაგნიუმი, მოლიბდენი, ნიკელი, სელენიუმი , კადმიუმი არის ტოქსიური მაღალი დოზით, მაგრამ ისინი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის გარკვეული რაოდენობით. ტყვიის შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული სურათი. არ არსებობს არავითარი საჭიროება და ფუნქცია ტყვიისათვის ადამიანის ორგანიზმში. 2004 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტყვია მიაკუთვნა პირველი კლასის ტოქსიურ ნივთიერებათა ჯგუფს, რაც ნიშნავს რომ ის არის მაღალი რისკის შემცველი ელემენტი. იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ტყვიის შემცველობის ნორმა 10 მგ/დლ , რაც თავისთავად ახდენს გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ მის ზემოთ მებისმიერი რაოდენობა დაუშვებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის. რატომ არის ტყვია საშიში როდესაც ტყვია მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ძირითადად ეს ხდება სასუნთქი ან საჭლის მომნელებელი ორგანოების გზით, კანის ზედაპირიდან, შემდეგ გადაინაცვლებს სისხლის ნაკადის საშუალებით სხეულის რბილ ქსოვილებში, აკუმულირდება ღვიძლში, თირკმელებში, თავის ტვინსა და ძვლებში. მისი ძირითადი გავლენა აისახება პერიფეროულ და ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე, თირკმელების ფუნქციონირებაზე, D ვიტამინის მეტაბოლიზმზე და კალციუმის ათვისებაზე. ტყვია გავლენას ახდენს ჰემოგლობინის სინთეზზე, რაც იწვევს ანემიას. საკმაოდ დიდ ცვლილებეს ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე. ბავშვები დაბადებიდან 6 წლამდე არიან განსაკუთრებულად მგრძნობიარე ტყვიისადმი, რადგან არ აქვთ განვითარებული “ჰემატოენცეფალური ბარიერი” ,რომელიც წარმოადგენს ტვინის ძირითად დამცავს ნეიროტოქსიური ქიმიკატების მიმართ .ბავშვების შემთხვევაში ტყვია ადვილად შეღწევადია და შეიძლება დააზიანოს ტვინი. ტყვია შეიძლება გახდეს ბავშვების აგრესიული ქვევის, გონებრივი განვითარების კოეფიციენტის და სწავლის უნარის დაქვეითების,ჩვევითი პრობლემების, შენელებული ზრდის,ყურადღრების დეფიციტის სინდრომის,სმენის დაქვეითების, თავის ტკივილების, თირკმლის და ღვიძლის დაზიანების მიზეზი.

ნანახია 2435-ჯერ



კლუბი: სხივები2

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240