სიახლე
30-11--0001 : ურანის ატომის გახლეჩვა
70 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის წინააღმდეგ, პირველად ისტორიაში, ატომური იარაღი გამოიყენა. 9 აგვისტოს ეს მეორედ მოხდა. ურანის ატომის გახლეჩვა და მისი სამხედრო მიზნებისთის გამოყენება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა ცხადი. 1913 წელს გერბერტ უელსმა ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაწერა “განთავისუფლებული მსოფლიო”, სადაც მან პარიზის მიერ გერმანელების წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება აღწერა და გამოიყენა პირველად ტერმინი “ატომური ბომბი”. 1939 წელს ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოტტო ფრიშმა და რუდოლფ პაიერსმა გამოთვალეს, რომ დატენვის კრიტიკული მასა გამდიდრებული ურან-235-ის 10 კგ-ს უნდა შეადგენდეს. დაახლოებით იგივე პერიოდში აშშ-ში გერმანიიდან ჰიტლერს გამოქცეულმა ფიზიკოსებმა შეამჩნიეს, რომ მათი გერმანელი კოლეგები, რომლებიც ატომზე მუშაობდნენ, გაქრნენ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მათ დაასკვნეს, რომ გამქრალი მეცნიერები საიდუმლო სამხედრო პროექტზე მუშაობდნენ. უნგრელმა ლეო სცილარდმა ალბერტ აინშტაინს სთხოვა თავისი ავტორიტეტი გამოეყენებინა და რუზველთს შეხვედროდა. 1939 წლის 11 ოქტომბერს მიმართვა, რომელსაც აინშტაინი, სცილარდი და მომავალში “წყალბადის ბომბის მამა” ედვარდ ტელლერი აწერდნენ ხელს, პრეზიდენტმა წაიკითხა. ისტორიამ მისი სიტყვები შემოინახა: “ეს მოქმედებას საჭიროებს”. სხვა მომაცემებით, რუზველტმა სამხედრო მინსტრი დაიბარა და უთხრა : “ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნაცისტებმა არ აგვაფეთქონ”. ფართომასშტაბური სამუშაო 1941 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. პროექტს კოდური სიტყვა “მანჰეტენი” ერქვა. პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა ლესლი გროვსი, რომელსაც ფიზიკის არაფერი ესმოდა და უბრალოდ, აკვირდებოდა “კვერცხისთავიან” მეცნიერებს. გროვსი ცნობილი იყო თავისი მასშტაბური მშენებლობებით. მისი აშენებული პენტაგონის შენობა, დღემდე ყველაზე დიდი შენობაა მსოფლიოში. 1944 წლის ივნისისთვის პროექტში 129 ადამიანი მონაწილეობდა და მისი დაახლოებითი ღირებულება მაშინდელ 2 მილიარდ დოლარს (დღევანდელი 24 მილიარი) შეადგენდა. მიმდინარე სამუშაოებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საბჭოთა დაზვერვა. 1945 წლის ივნისში მეცნიერთა ნაწილმა მინისტრ ჰენრი სტიმსონს წერილი მისწერეს, სადაც ისინი ატომური ბომბის გამოცდას დაუსახლებელ ადგილზე სთავაზობენ სახელმწიფოს და ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ატომური ბომბის შექმაზე მონოპოლიის შენაჩუნება შეუძლებელია და რომ ძალიან მალე ატომური შეიარაღების რბოლა დაიწყება. 1944 წელს, როცა ლონდონში ჩერჩილი და რუზველტი შეხვდნენ ერთმანეთს, ისინი იაპონიის წინააღმდეგ ატომური ბომბის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. 1945 წლის 12 აპრილს პრეზიდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ადმინისტრაციის პირველი შეკრების შემდეგ, რომლის თავმჯდომარეც გარი ტრუმენი იყო, სტიმსონი ახალ ლიდერთან დარჩა და უთხრა,რომ ძალიან მალე მის ხელში ჯერ არ არსებული ძალის იარაღი აღმოჩნდებოდა. 16 ივნისს ამერიკელებმა უდაბნო ალამოგორდოში პირველად გამოსცადეს ატომური იარაღი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. 24 ივლისს, პოსტდამის კონფერენციისას ტრუმენმა სტალინს სასწაული იარაღის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სტალინი ამით არ დაინტერესებულა. ტრუმენმა და ჩერჩილმა გადაწყვიტეს, რომ მოხუცმა დიქტატორმა ვერ გაიგო იარაღის მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში სტალინმა იცოდა ამ გამოცდის შესახებ უკანასკნელ დეტალამდე 1944 წელს გადმობირებული აგენტის თეოდორ ჰოლისგან. . 10-11 მაისს შექმნილმა კომიტეტმა, რომელსაც სამიზნეები უნდა აერჩია, 4 იაპონურ ქალაქს გაუწია რეკომენდაცია: კიოტო (ისტორიული იმპერატორების დედაქალაქი და უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრი), ჰიროსიმა (უმსხვილესი სამხედრო მარაგები), კორურუ (უმსხვილესი არსენალი) და ნაგასაკი (მნიშვნელოვანი პორტი). სტიმსონმა კიოტო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების გამო ამოშალა სიიდან. როგორც ამბობენ, მინისტრმა იცოდა და უყვარდა კიოტო, სადაც მან თაფლობის თვე გაატარა. “არ უნდა არსებობდეს გაურკვევლობები – ჩვენ საბოლოოდ გავანადგურებთ იაპონიის შესაძლებლობებს, ომი აწარმოოს. ზუსტად იმ მიზნით, რომ იაპონია არ დაინგრეს, ჩვენ 26 მაისის ულტიმატუმი გამოვუშვით. თუკი ისინი ჩვენს პირობებს ვერ გაიგებენ, დაე დაელოდონ ნგრევის წვიმას ჰაერიდან, რომლის მსგავსი პლანეტაზე ჯერ არ არსებულა” – პრეზიდენტ ტრუმენის განცხადებიდან. 28 ივლისს იაპონიის მთავრობამ პოტსდამის დეკლარაცია უარყო და სამხედრო მეთაურებმა გეგმა “იაშმას” განხორციელებისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც აბსოლუტურად ყველა იაპონიის მოქალაქის მობილიზაციას და მათ შეიარაღებას გულისხმობდა. ჯერ კიდევ მაისის ბოლოსკენ ტინიანში დაახლოებით 509 სამხედრო ავიაჯგუფი იყო შექმნილი. 25 ივლისს ტრუმენმა “ატომური დარტყმის დირექტივას” მოაწერა ხელი, რომელიც “3 აგვისტოს შემდეგ ნებისმიერ დღეს უნდა განხორციელებულიყო, როცა კი შესაბამისი ამინდი იქნებოდა.” 26 ივლისს კრეისერმა “ინდიანაპოლისმა” ბაზაში ატომური ბომბი “პატარა ბიჭი” მოიტანა, რომელიც 18 კილოტონის სიმძლავრის იყო. მეორე ბომბის სიმძლავრე, რომლის სახელიც იყო “სასაცილო კაცი”, 21 კილოტონას შეადგენდა. 6 აგვისტოს ადგილობრივი დროით 01.45 საათზე “საჰაერო ციხე-სიმაგრემ” ბე-29, რომელსაც პილოტირებას უკეთებდა პოლკოვნიკი პოლ ტიბეტსონი, ტიტიოანიდან აფრინდა და 6 საათში მიზანს მიაღწია. ბორტზე იმყოფებოდა ბომბი “პატარა ბიჭი”, რომელსაც ჰქონდა წარწერა “ინდიანაპოლისში დაღუპულების გამო”. კოკურესა და ნაგასაკში ღრუბლიანი ამინდი იყო, ჰიროსიმაში კი მზიანი. იაპონიამ საჰაერო განგაში გამოაცხადა, მაგრამ მაშინათვე გააუქმა, რადგანაც ნახა, რომ მხოლოდ ერთი გამანადგურებელი მოფრინავდა. ბე-29-მ ადგილობრივი დროით 08.15 საათზე “პატარა ბიჭი” ჩამოაგდო ჰიროსიმას ცენტრში 9 კილომეტრის სიმაღლიდან. მოწყობილობა 600 მეტრიდან გააქტიურდა. დაახლოებით მომხდარიდან 20 წუთში ტოკიომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ქალაქთან კავშირი გაწყდა. შემდეგ კი რკინიგზიდან შეტყობინება შევიდა რაღაც არანორმალური აფეთქების შესახებ. რა მოხდა მათ თავს, იაპონელემბა მხოლოდ 16 საათის შემდეგ შეიტყვეს განცხადებინად, რომელიც აშშ-მ გააკეთა. კოკურის აფეთქება 11 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ სინოპტიკოსებმა ცუდი ამინდი იწინასწარმეტყველეს. მისი დაბომბვის დრო ორჯერ გადაიდო. ნაგასაკი 11.02 საათზე დაიბომბა დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლიდან. ჰიროსიმას მოსახლეობა 245 ათასი იყო. ნაგასაკის 200 ათასი. ოროვე ქალაქი ძირითადად ხის სახლებით იყო გაშენებული. აფეთქების რადიუსიდან კილომეტრში მყოფი ხალხი წამიერად დაიღუპა. მათი სხეული გახდა ნახშირი. ორი კილომეტრის რადიუსში დაიწვა ყველაფერი. 20 კილომეტრის რადიუსში სახლებს მინები ჩაემსხვრა. ჰიროსიმაში დაახლოებით 90 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ნაგასაკიში – 60 ათასი. მომდევნო 5 წლის მანძილზე 156 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ნანახია 2466-ჯერ
კლუბი: სხივები2