სიახლე

31-05-2019 :   იოდი

1811 წელს ცნობილი ფრანგი მეცნიერი ქიმიკოსი ბერნარდ კურტუა მუშაობდა ლაბორატორიაში, იატაკზე კი მისი საყვარელი კატა იწვა უცებ კატა წამოდგა და მაგიდაზე ახტა სადაც ორი სპეციალური ჭურჭელი იდგა. ერთ ბოთლში კურტუას მომზადებული ჰქონდა წყალმცენარეები (რომელიც შეიცავს ნატრიუმის იოდიდს ) ხოლო მეორეში მომზადებული იყო კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ორივე ბოთლი გატყდა და ნივთიერებები ერთმანეთს შეერია რის შემდეგაც გაჩნდა უცნაური ცისფერ-იისფერი ღრუბელი. 8NaI + 5H2SO4 = 4I2 + H2S + 4H2O + 4Na2SO4 აი ასე გაჩნდა ახალი ქიმიური ელემენტი, ახლა მას იოდს უწოდებენ. გეი-ლუსაკმა 1815 წელს განიხილა ის, როგორც ქიმიური ელემენტი. სიმბოლო J შეცვლილ იქნა I სიმბოლოთი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში.

ნანახია 2479-ჯერ



კლუბი: სხივები2

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240