სიახლე

30-05-2019 :   მუსიკა ქიმიაში

ეს სიტყვები ქართული წარმოშობის რუს ქიმიკოსსა და კომპოზიტორს ალექსანდრე ბოროდინს ეკუთვნის. ის 1834 წელს დაიბადა. მამამისი ქართველი თავადი ლუკა გედევანიშვილი იყო, თუმცა ალექსანდრე მამის გვარს არ ატარებდა. მან კარგი განათლება მიიღო, დაამთავრა სამედიცინო ქირურგიული აკადემია.
ქიმიაში ბოროდინს 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშრომები ალდოზებისა და ორგანული მჟავების შესახებ. მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერა „თავადი იგორი".
ბოროდინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლენინგრადში ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ნანახია 1903-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

264

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 634
პრეზენტაციები: 235
ექსპერიმენტები: 209