სიახლე
07-11-2018 : კლუბ "ირმის ნახტომის" მომდევნო სამუშაო შეხვედრა
2018 წლის 7 ნოემბერს შედგა დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ "ირმის ნახტომის“ მესამე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის თემები:
1. აქტივობა: “სამურაის სიკვდილი; 2 .აქტივობა: „ ქინძისთავები“; 3. აქტივობა: „ქიმიური იო-იო“;
მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას, მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია.
შეხვედრა დაიწყო აქტივობა „სამურაის სიკვდილის“ განხორციელებით. ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო ამ აქტივობაში და დიდი ხალისით მოირგეს სამურაის როლი. აქტივობა დაგვეხმარა გაკვეთილების შემდგომ განტვირთვაში.
მეორე აქტივობა იყო „ქინძისთავები“- მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირე ექსპერიმენტი- წყლით ბოლომდე გავსებული ჭიქიდან ქინძისთავების ჩაყრის შედეგად წყალი მაინც არ გადმოიღვარა, ყველა ჯგუფში ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა.
მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მესამე აქტივობა-ქიმიური „იო-იო“ , ჯგუფებს დაურიგდათ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტი- ლამაზი სანახაობით ყველა მოიხიბლა.
შეხვედრის დასასრულ, გაიმართა დისკუსია აღნიშნულ ცდებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები ცდების შედეგებთან დაკავშირებით.
ნანახია 2690-ჯერ
კლუბი: ირმის ნახტომი