სიახლე

06-11-2018 :   შეხვედრა სკოლის ლაბორატორიაში

2018 წლის 6ნოემბერს,ქ. ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში გაიმართა კლუბ 'AQVA'-ს მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებმა მეურვე მასწავლებელთან ერთად დაათვალიერეს სკოლის სადღეისოდ არსებული "აინშტაინის ლაბორატორია' მიიღეს რჩევები და გაეცნენ ლაბორატორიაში მოქცევის უსაფრთხოების წესებს. ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის წესები: • მოსწავლეს ლაბორატორიაში მუშაობის დროს უნდა ეცვას ხალათი. • დაუშვებელია ლაბარატორიაში მოსწავლეების მუშაობა მასწავლებლის ან ლაბორანტის გარეშე. • სასურველია მოსწავლეებისთვის ლაბორატორიაში მუშაობის წესების გაცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაშვება სამუშაო. • ლაბორატორიაში უნდა იყოს დაცული სისუფთავე და წესრიგი. • ცდების დასრულების შემდეგ გამოყენებული ჭურჭელი კარგად უნდა გაირეცხოს. ქიმიური ლაბორატორიაში აკრძალულია : • ნივთიერებებისათვის გემოს გასინჯვა. • ნივთიერების დაყნოსვა. • ხსნარების შენჯღრევისას ჭურჭლის თითით დაცობა. • აქროლად მომწამლავ ნივთიერებებთან მუშაობა ამწოვი კარადის გარეშე. • წყლის დალევა ქიმიური ჭიქიდან და საკვების მიღება.

ნანახია 2041-ჯერ



კლუბი: AQVA

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240