სიახლე

30-11--0001 :   ტესტი გლუკოზის შემცველობაზე

1. ბენედიქტის რეაგენტების ტესტი. ბენედიქტის რეაქტივი მზადდება შემდეგნაირად: ნატრიუმის ციტრატი 17გ და 10გ ნატრიუმის კარბონატი შეთბობით უნდა გავხსნათ 50 მლ წყალში (ადუღებამდე არ მივიყვანოთ). ცალკე მოვამზადეთ სპილენძის სულფატის 17% ხსნარი და წინა ხსნარს დავამატეთ 10 მლ. კარგად მოურიეთ და გადავასხით 100მლ-იან კოლბაში და წყლით ნიშნულამდე შეავსეთ. სასმელების სინჯარებში იქნა მოთავსებული და მათზე რამდენიმე წვეთი ბენედიქტის რეაგენტით ვიმოქმედეთ. რამდენიმე წამით სინჯარები გავახურეთ. მუქი ფერის რიგმა დაამტკიცა გლუკოზის არსებობა სასმელებში. დაკვირვება: N სასმელის დასახელება დაკვირვება დასკვნა 1 კოკა- კოლა მურა ფერის ნალექი შეიცავს გლუკოზას 2 სპრაიტი მურა ფერის ნალექი შეიცავს გლუკოზას 3 ლიმონათი ზედაზენი მურა ფერის ნალექი შეიცავს გლუკოზას 4 ფანტა მურა ფერის ნალექი შეიცავს გლუკოზას დასკვნა: ყველა სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა ბენედიქტის რეაგენეტზე. შესაბამისად, ყველა მათგანი შეიცავს გლუკოზას. 2. ფელინგის ხსნარის ტესტი. სასმელების პატარა სინჯები აღებული იქნა სინჯარებში და მათზე ტოლი პროპორციით ფეჰლინგის A და B ხსნარებით ვიმოქმედეთ. სინჯარები წყლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში თბებოდა. ყავისფერი ნალექის არსებობამ გვაჩვენა, რომ ცივი სასმელები შეიცავს გლუკოზას. დაკვირვება: N სასმელის დასახელება დაკვირვება დასკვნა 1 კოკა-კოლა მოწითალო-ყავისფერი ნალექი შეიცავს გლუკოზას 2 სპრაიტი მოწითალო-ყავისფერი ნალექი შეიცავს გლუკოზას 3 ლიმონათი ზედაზენი მოწითალო-ყავისფერი ნალექი შეიცავს გლუკოზას 4 ფანტა მოწითალო-ყავისფერი ნალექი შეიცავს გლუკოზას დასკვნა: ყველა სინჯმა დადებითი პასუხი აჩვენა ფელინგის A და B ხსნარებზე. შესაბამისად, ყველა მათგანი შეიცავს გლუკოზას.

ნანახია 2807-ჯერ



კლუბი: ქიმიკოსები ქ. წალკის N1 საჯაროდან

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238