სიახლე
03-12-2019 : სსიპ ქალაქ თბილისის N69-ე საჯარო სკოლის კლუბის პრეზენტაცია.
სსიპ ქალაქ თბილისის N69-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ქიმიის სასკოლო კლუბ ,,თულიუმის“ პირველი შეხვედრა. კლუბი შეიქმნა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციაციის მიერ ორგანიზებული ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნის დაგეგმილი პროექტის ფარგლებში. კლუბის მიზანია სკოლაში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით არასაპროგრამო, მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესწავლა, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტის/ცდების ჩატარება და განხილვა, ქიმიის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების (გამოჩენილი ქიმიკოსების, უცნაური მოვლენების ახსნა და სხვა ) გაცნობა. პირველ შეხვედრაზე მოხდა სამომავლო აქტივობების დაგეგმვა, უსაფრთხოების წესებისა , ქიმიური ჭურჭლის და ლაბორატორიაში მუშაობის წესების გაცნობა ასევე რამოდენიმე სახალისო ცდის ჩატარება. კლუბის ხელმძღვანელი რუსუდან გულიაშვილი
ნანახია 2849-ჯერ
კლუბი: თულიუმი