სიახლე
04-05-2019 : ქიმიაში ჩვენი ქიმიური ვულკანი გავაქვს
ქიმიაში ჩვენი ქიმიური ვულკანი გავაქვს.
1. ამონიუმის ბიქრომატის დაშლა.
საჭირო ხელსაწყოები და რეაქტივები: ფაიფურის ჯამი,პიპეტი,სანთებელა /ასანთი,ამონიუმის ბიქრომატი,სპირტი.
ფაიფურის ჯამზე მოვათავსეთ 10 გ ამონიუმის ბიქრომატი,პიპეტით დავამატეთ 2–3 წვეთი სპირტი, შემდეგ ანთებული ასანთი მივუახლოვეთ,ამონიუმის ბიქრომატი გავარვარდა ,დაიშალა ნაწილებად,დაიწყო ნაპერწკლების და დიდი რაოდენობით (მწვანე)ქრომის(III) ოქსიდის წარმოქმნა ფერფლის სახით.
2. გლიცერინის თვითაალება–ექსპერიმენტის არსი: კალიუმის პერმანგანატი გლიცერინთან კონტაქტისას, მცირე დროის შემდეგ, თვითაალდება. საჭირო ხელსაწყოები და რეაქტივები: კერამიკული ჯამი, გლიცერინი,კალიუმის პერმანგანატი.საწვეთარი(პიპეტი). ჯამზე დავყარეთ კალიუმის პერმანგანატის კრისტალები და მივეცით კონუსის ფორმა. საწვეთარის მეშვეობით კონუსის წვერზე დავაწვეთეთ 3 წვეთი გლიცერინი.რამოდენიმე წუთის შემდეგ წარმოიქმნება ლალისფერი ალი და ბევრი ნაპერწკალი.
ნანახია 2848-ჯერ
კლუბი: რადიუმი