სიახლე
07-05-2019 : „მერვეს" მეოთხე შეხვედრის ექსპერიმენტები.
2019 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაზე კლუბის წევრებმა თეორიულ მუშაობასთან ერთად ექსპერიმენტებიც განახორციელეს. ნორჩი ფოთლებიდან ქლოროფილი გამოყვეს. ასევე განახორციელეს ექსპერიმენტი „ნავი ბოთლში". შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს რა არის ქლოროფილი და რატომაა ის მნიშვნელოვანი ნივთიერება. იმსჯელეს, თუ რატომაა უკეთესი ნორჩი ფოთლები ქლოროფილის გამოსაყოფად. გაუჩნდათ კითხვები, რა მოხდება, თუ აღებულ სპირტხსნარში რამდენიმე ფოთოლს მოვათავსებთ, მივიღებთ თუ არა იმდენად კონცენტრირებულ მწვანე ხსნარს, რომ შევძლოთ მისი საკვებ საღებავად გამოყენება. პასუხის მისაღებად აღებულ ხსნარში მოათავსეს რამდენიმე ფოთოლი და დატოვეს მეორე დღემდე.
კითხვები გაჩნდა მეორე ექსპერიმენტთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა ძალა აიძულებს წყალს შევიდეს ბოთლში და აწიოს სვეტი გარკვეულ დონემდე. გადაამოწმეს ერთნაირად აიწევდა წყალი თუ არა ბოთლში, თუ „ნავში" ერთ შემთხვევაში მოათავსებდნენ ერთ სანთელს, მეორე შემთხვევაში კი ორ სანთელს.
ნანახია 2893-ჯერ
კლუბი: მერვე