სიახლე
25-04-2019 : 25 აპრილი დნმ-ის საერთაშორისო დღეა!
კლუბ "MendelGroupის" წევრებმა ითანამშრომლეს ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლებთან და განიხილეს თემა დნმ-ის შესახებ როგორც ბიოლოგიის, ასევე ქიმიის კონტექსტში. ააგეს დნმ-ის და მისი შემადგენელი ნუკლეოტიდების ბიოლოგიურ-ქიმიური მოდელები, რომელიც აღქმადი იყო ყველა საფეხურის მოსწავლისთვის. კლუბის წევრებმა აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია დნმ-ის და მისი მნიშვნელობის შესახებ. მათ აგრეთვე ჩაატარეს ცდა ლაბორატორიული მეთოდებით და აღმოაჩინეს დნმ. ღონისძიება ჩატარდა ორ ეტაპად.
ნანახია 2022-ჯერ
კლუბი: MendelGroup