სიახლე
05-04-2019 : ნახშირორჟანგი
5.04.2019წ ქ.ქუთაისის N19 საჯარო სკოლის " ნორჩ ქიმიკოსთა"კლუბ "AQVA"-ს შეხვედრა გაიმართა თემაზე:ნახშირორჟანგი. ნახშირბადის დიოქსიდი ბუნებაში წარმოიქმნება ცხოველური ორგანიზმების სუნთქვისას,ნიადაგში ორგანული ნაშთების ლპობისა და ორგანული ნაერთების წვისას.მას შეიცავს ჰაერი,ვულკანური წარმოშობის აირები,მრავალი მინერალური წყალი.დიდი რაოდენობითაა გახსნილი ზღვებსა და მდინარეებში. CO2 უფერო,უსუნო,1,5-ჯერ მძიმე აირია,ამიტომ სითხის მსგავსად შეიძლება მისი ჭურჭლიდან გადასხმა.არ იწვის და არც წვას უწყობს ხელს.კლუბში ჩავატარეთ ცდა:ავიღეთ ნახშირის ნატეხი და მოვათავსეთ სინჯარაში,რომელშიც მოთავსებული გვქონდა გოგირდმჟავა.ოდნავ შევათბეთ და დაიწყო ინტესიურად ნახშირორჟანგის გამოყოფა.მივიტანეთ ანთებული კვარი და ჩაქრა,რაც ადასტურებს ნახშირირჟანგის გამოყოფას.
ნანახია 2020-ჯერ
კლუბი: AQVA