01-04-2019 :
ქიმიური ელემენტების თეატრი
ქიმიური ელემენტების თეატრის ჩატარების იდეა გამიჩნდა დიდიხნის წინ, ველოდებოდი იმ დროს, როდესაც პროგრამით გვიწევდა ელემენტების შესწავლა. მათი უკეთ შესწავლისას მე-8 კლასის მოსწავლეები ჩავრთე ამ პროექტში. შევადგინე სცენარი, რომელიც შესაბამისობაში იყო სასწავლო თემატიკასთან და მოსწავლეების ცოდნის დონესთან. დავურიგე მათ როლები: თითო ბავშვი უნდა განასახიეროს ერთ-ერთი ქიმიური ელემენტი. ინსტრუქციაში მითითებული მქონდა, რომ უნდა მოიძიონ ინფორმაცია - ეკუთვნის მეტალებს ან არამეტალებს, მისი ფიზიკური და უმარტივესი ქიმიური თვისებების, ბუნებაში გავრცელებისა და ადამიანის ორგანიზმში მათი მნიშვნელობის შესახებ.
მონაწილეების მოლოდინები პროექტიდან
პროექტში ჩართული მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან შორენა ჩიგოგიძესთან ერთად ხელოვნების გაკვეთილებზე მოამზადენ სცენის დეკორაცია და თითოეული ელემენტის სიმბოლო, სადაც მითითებულია მისი რიგობრივი ნომერი და ატომური მასა.
ვალენტობის ცნების უკეთ გათვისცნობიერებისათვის დავდგით ცეკვა, სადაც ელემენტები თავისი ვალენტობის შესაბამისად იერთებენ სხვა ელემენტების გარკვეულ რაოდენობას. ბავშვებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული შემოქმედებითობა ცეკვის დადგმის დროს.
აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი ლამარა გაბეჯიშვილი პროფესიით ქიმიკოსია, მისი ჰობია ლექსების წერა. ამიტომ ის სიხარულით გამოგვეხმაურა,როდესაც ვთხოვეთ ქიმიურ ელემენტებზე სიმღერის სიტყვების შედგენა. მან აგრეთვე დაგვიწერა მოკლე ლექსები ზოგიერთ ელემენტზე. სიმღერა შევასრულეთ "მუსიკის ჰანგების" მელოდიაზე. მოსწავლეებმა სიმღერა მუსიკის მასწავლებლის ნანა ჭირაქაძის დახმარებით შეისწავლეს მუსიკის გაკვეთილებზე.
აქ ასახულია
მუშაობის რამოდენიმე მომენტი.
პროექტში ჩართული მყავდა სსსმ მოსწავლეც, რომელმაც წარმატებით შეასრულა თავისი როლი და დიდი დადებითი ემოცია გამოიწვია თანატოლებში, თვით მოსწავლეს კი თავისი შესაძლებლობის დამტკიცების საშუალება მიეცა.
თეატრის გათამაშება წარიმართა სკოლის საკონცერტო დარბაზში. მოწვეული იყო მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები. წარდგენას ესტუმრეს უნივერსიტეტის ასოც. პროფესორებიც.
ნანახია 2761-ჯერ