სიახლე
20-12-2018 : ქიმია პოეზიის მარგალიტებში
პროექტი მიეძღვნა,როგორც ქიმიის საგნის პოპულარიზაციას,ასევე ქართულ პოეზიასთან მათ ზიარებას,მის ტექსტებში ნაგულისხმევი და გადმოცემული მეტაფორების ახსნას,შედარებას კონკრეტული ნივთიერების თვისებებთან ,გარკვევას საკითხისას როგორ შეეძლო ანრამდენად იცოდა პოეტმა ნივთიერების თვისებები,რომელსაც ლექსში მხატვრულად და საოცრად ლამაზად წარმოაჩენდა.მოსწავლეებმა მოიძიეს პოეზიის ნიმუშები,შესაბამისი ავტორების ბიოგრაფიები,ლექსის შექმნის ისტორიები,ლექსებში ეძებდნენ მხატვრულ ხერხებს,ქიმიურ მოვლენებს,ნარევებს,ნაერთებს , მარტივ და რთულ ნივთიერებებს,წერდნენ შესაბამისი ნივთიერებების ქიმიურ ფორმულებს,იხსენებდნენ ნარევის დაყოფისხერხებს.პრზენტაციას ესწრებოდნენ : სკოლის ადმინისტრაცია ,ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა,მშობლები,წარმომადგენლები ბავშვთა სოფლიდან .
ნანახია 2901-ჯერ
კლუბი: დეიტერიუმი