სიახლე

16-04-2019 :   აქტიური მოლეკულები

2019 წლის 22 მარტს სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლაში შეიქმნა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი ,, აქტიური მოლეკულები". ქიმიის მასწავლებლებმა ნაილი მაზმიშვილმა და ლირა შარმიაშვილმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ნორჩ ქიმიკოსთა პორტალისა და კლუბის დაარსების მნიშვნელობის შესახებ. მე-12 კლასის მოსწავლემ ლაშა ხუციშვილმა, რომელიც არის ქიმიის რესპუბლიკური ოლიმპიადის არაერთგზის გამარჯვებული, მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია ,,რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია?". შეხვედრას ესწრებოდნენ 8-9 კლასის მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ნახეს სახალისო ცდები ქიმიაში.

ნანახია 2788-ჯერ



კლუბი: აქტიური მოლეკულები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240