სიახლე

23-04-2016 :   ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის “IYIPO-10“ შედეგები

2016 წლის 21-23 აპრილს, თბილისი მოლში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO-ს საერთაშორისო ტური გაიმართა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 150-ზე მეტმა პროექტმა მიიღო. კონკურსში 45 ქვეყნის 200-მდე ნორჩი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია.

IYIPO-ს ფინალურ ტურში ქიმიის დისციპლინაში გაიმარჯვა და მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა „მეორადი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა“-სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლა, თამარ კუპატაძე ( 11 კლასი), ლევან ლობჟანიძე (11 კლასი), პედაგოგი ელისო აბრამიშვილი. გამარჯვებული პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ ვერცხლის მედლებით. გამარჯვებული პროექტი შესრულებული იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დოქტორ თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.

ნანახია 2741-ჯერ



კლუბი: მომავლის ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240