სიახლე

15-11-2018 :   მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი-2018“ შედეგები.

2018 წლის 15 ნოემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის“ ფინალი. ფინალურ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქის 18 გუნდი.

ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის # II საჯარო სკოლის უკვე კურსდამთევრებულები: ერეკლე თაბაგარი (ლიდერი), ნინო მაკასარაშვილი და თამარ დეკანოიძე (გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი) გახდნენ „ლეონარდო დავინჩის“ გამარჯვებულები და დაიკავეს II საპრიზო ადგილი და გახდნენ 3000 ლარის მფლობელები პროექტით-„მენიუ კალორიებით-ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებში ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის # II საჯარო სკოლის პედაგოგის ელისო აბრამიშვილის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ, თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.

ნანახია 2532-ჯერ



კლუბი: მომავლის ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238