სიახლე
23-01-2019 : კლუბ "ირმის ნახტომის" მორიგი სამუშაო შეხვედრა
2019 წლის 23 იანვარს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ "ირმის ნახტომის“ მეოთხე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის თემები:
1. აქტივობა: “ვითამაშოთ ხელებით“;
2 .აქტივობა: „ გარკვეული პროცენტული კონცენტრაციის ხსნარის მომზადება“
კლუბის მეურვემ მოსწავლეებს გააცნო მეხუთე შეხვედრის სამუშაო გეგმა, მიაწოდა ინსტრუქციები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას, მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია.
შეხვედრა დაიწყო აქტივობა „ვითამაშოთ ხელებით “ განხორციელებით. ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო ამ აქტივობაში და დიდი ხალისით განახორციელეს.მონაწილეები დასხდნენ წრეზე, ხელები ერთმანეთის მუხლებზე მოათავსეს და რიგის მიხედვით არტყამდნენ. ვინც ვერ ასწრებდა, ეთიშებოდა თამაშს.აქტივობა დაგვეხმარა გაკვეთილების შემდგომ განტვირთვაში.
მეორე აქტივობა იყო „გარკვეული პროცენტული კონცენტრაციის ხასნარის მომზადება“. დასაწყისში, ჯგუფის მეურვემ მოსწავლეებს გააცნო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხსნარების მომზადებას, გააცნო მასური წილის გამოსათვლელი ფორმულა და პროპორციის მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გახსნილი ნივთირეებისა და წყლის მასის დადგენა. შემდგომ, მოსწავლეები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება გარკვეული კონცენტრაციის ხსნარი დაემზადებინა მისთვის სასურველი მეთოდით, მონაწილეებმა გამოთვალეს გასახსნელი სუფრის მარილისა და წყლის მასები, სასწორზე აწონეს სუფრის მარილი, ხოლო მენზურაში-წყლის მოცულობა და დაამზადეს შესაბამისი ხსნარები.
ბოლოს გაიმართა დისკუსია აღნიშნულ ცდებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები ცდების შედეგებთან დაკავშირებით.
ნანახია 1705-ჯერ
კლუბი: ირმის ნახტომი