სიახლე

05-04-2019 :   ვამზადებთ საპონს

2019 წლის 5 აპრილს გაიმართა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ - “რადიუმის” მესამე შეხვედრა.


შეხვედრის პირველი თემა იყო:

1. ვამზადებთ საპონს ინგრედიენტები:


100გრ.  ქოქოსის ზეთი;
50გრ. აბუსალათინის ზეთი;
100გრ. მზესუმზირის ზეთი;
100გრ. ზეითუნის ზეთი;
184მლ. გამოხდილი წყალი;
69გრ. ნატრიუმის ტუტე;
500მლ-იანი მინის ქილა;
ესენცია არომატისათვის;
ხის კოვზი;
სასწორი;
თერმომეტრი;
პირსახოცი;
პლასტმასის ჯამი;
დანა;
საჭრელი დაფა;
გლუვი და პრიალა ქაღალდი.  

მომზადების პროცესი:


თავდაპირველად მინის ქილაში ჩავასხით ქოქოსის, აბუსალათინის, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთები.ორთქლზე დავდგით 5 წუთით,დავამატეთ გამოხდილი წყალი და ბოლოს ნატრიუმის ტუტე. შემდეგ ხის კოვზით ვურიეთ 15 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად, ერთი მიმართულებით. 5 წუთი დაველოდეთ და თანაბრად გავანაწილეთ 2 პლასტმასის ჯამში, რომელთაგანაც ერთ-ერთს დავამატეთ 5 წვეთი ალუბლის ესენცია. დავდეთ დაფაზე და შევახვიეთ პრიალა ქაღალდში, შემდეგ კი პირსახოცში. ველოდებით 2 კვირის განმავლობაში.

ნანახია 2856-ჯერ



კლუბი: რადიუმი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240