სიახლე
27-01-2024 : ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჟელატინისა და სახამებლის საშუალებით დაამზადეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერები. მომავალში ისინი შეაფასებენ პოლიმერების მექანიკურ თვისებებს და დააკვირდებიან სახამებლის კონცენტრაციის გავლენას მის თვისებებზე. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა მარიამ ლუაშვილმა და გიორგი ღონღაძემ.
პროქტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, გრანტი #SCR-23-125
ნანახია 205-ჯერ
კლუბი: ნაკვალევი