სიახლე

18-12-2023 :   კლუბის საამაყო წევრები

მრავალი წლის განმავლობაში MIT-ის საინჟინერო სკოლა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით მსოფლიოში N1 ადგილს იკავებს.

ქეთი სწავლას 2024 წლის აგვისტოში დაიწყებს ინჟინერიის მიმართულებით. ამ ეტაპზე მასაჩუსეტსის ინსტიტუტში 12563 აპლიკაცია შევიდა და მიიღეს მხოლოდ 661 სტუდენტი, საქართველოდან კი მხოლოდ ქეთი პერანიძე.


ქეთი შეარჩიეს აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით. სკოლაში სწავლის პერიოდში ქეთის მრავალი წარმატება ჰქონდა ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ქეთი მეათე კლასიდან აქტიურად იყო ჩართული ქიმიის ოლიმპიადებში. ის გახლავთ IChO 2022-ისა და IChO 2023-ის ვერცხლის მედლების მფლობელი ქიმიაში. IChO 2021-ში მან აიღო ბრინჯაოს მედალი, რაც ქიმიის ნაკრების ისტორიაში პირველია, როგორც ყველაზე პატარა მონაწილის მიერ მედლის აღება.

ქეთის ეს წარმატება საქართველოსთვის გახლავთ პირველი. IZhO 2023-ზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა ფიზიკაში. ქეთი წარმატებით მონაწილეობდა ტურნირებშიც, ის გახლავთ YNT 2021-ისა და IChTo 2022-ის ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

წელს კი შეირჩა როგორც Atlas fellow,( შეარჩიეს მონაწილეების მხოლოდ 1% )Atlas fellowship ორგანიზაციის მიერ. მას გადასცეს ფულადი პრიზი სასწავლო მიზნებისთვის და უფასოდ იმყოფებოდა ამერიკის ქალაქ ბერკლიში 10 დღით.

ქეთიმ მასაჩუსეტსის ინსტიტუტში $ 302000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა. წარმატებებს ვუსურვებთ ქეთის , გვეამაყება ჩვენი კურსდამთავრებულები!

ნანახია 329-ჯერ



კლუბი: კლუბი N42

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240