სიახლე

14-12-2023 :   პროექტი "ნივთების მეორე სოცოცხლე"

ჩვენი კლუბი მეორადი ნარჩენების რეციკლირების პროექტზე ჯერ კიდევ გასული წლიდან მუშაობს. დამუშავებული გვაქვს თემები პოლიმერული ნარჩენების, ორგანული ნარჩენების კომპოსტირების, ქაღალდის, ლითონისა და მინის გადამუშავების შესახებ. პერიოდულად, ვაწყობდით მასალების პრეზენტირებას როგორც სასკოლო, ასევე რეგიონული მასშტაბის შეხვედრებზე, რითაც, ჩვენი წვლილი შეგვაქვს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების და გარემოს დაბინძურების შემცირების საქმეში. ჩვენს მიერ 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ამავე წლის 11 დეკემბერს დასრულდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდის (FEE) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი "ნივთების მეორე სოცოცხლე". პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დაამუშავეს მასალები, მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები, დაბეჭდეს და გაავრცელეს ფლაერები მასალათა რეციკლირების შესახებ და ბოლოს, მეორეული საგნებისაგან დაამზადეს ახალი ნივთები და სკოლის სააქტო დარბაზში გამოფენა მოვაწყეთ. საგამოფენო სივრცეში განთავსდა 50-მდე ხელნაკეთი ექსპონატი. პროექტის განმახორციელებელმა ეკო-კლუბელებს სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადავეცით.

ნანახია 293-ჯერ



კლუბი: სილვანუსი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240