სიახლე
09-06-2023 : სასკოლო კონფერენცია
2023 წლის 2 ივნისს პროგრამის ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის თამაზ ქარქუსაშვილის ორგანიზებით სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლაში გაიმართა ყოველწლიური, მუდმივმომქმედი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია ქიმიაში ქიმია დღეს-6 (ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი პასტერი) სოფ. მჭადიჯვარის, სოფ. ლამოვანის და სოფ.შუახევის მოსწავლეთა მონაწილეობით. შედეგები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფ. მჭადიჯვრის (VIII-XI კლასი), სოფ. ლამოვანის (VIII-IX კლასი) სკოლის და სოფ. შუახევის (VIII-IX კლასი) სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს შორის იყო 1. გამრეცხი საშუალებები. VIII კლასის მოსწავლე ანი სოლოშვილი (სერტიფიკატი-საუკეთესო პრეზენტაციისა და მოხსენებისთვის); 2. ქიმია ჭუჭყის წინააღმდეგ. VIII კლასის მოსწავლეები სალომე ფოთოლაშვილი და მარიამ მახარაშვილი (სერტიფიკატი-საუკეთესო პრეზენტაციისა და მოხსენებისთვის); 3. გამრეცხი საშუალებები და მათი შედგენილობა. VIII კლასის მოსწავლე სონა ფოთოლაშვილი. (სერტიფიკატი-კარგი პრეზენტაციისა და მოხსენებისათვის); 4. დაამზადე და შეამოწმე შამპუნი. VIII კლასის მოსწავლეები ანი სოლოშვილი და სონა ფოთოლაშვილი (სერტიფიკატი-საუკეთესო პრეზენტაციისა და მოხსენებისთვის); 5. გარემოს ქიმიური დაბინძურება. X კლაასის მოსწავლე გიორგი ველთაური (სერტიფიკატი-საუკეთესო პრეზენტაციისა და მოხსენებისთვის); 6. სპირტები და ესტერები ადამიანის სამსახურში. XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჭიალაშვილი; 7. გარემოს დაბინძურება. XI კლასის მოსწავლეები ქეთი კენტელაძე და გიორგი გარიშვილი (სერტიფიკატი-კარგი პრეზენტაციისა და მოხსენებისათვის). (სოფ. ლამოვანის საჯარო სკოლა); 8. ნავთობი, როგორცორგანული ქიმიის ნედლეულის წყარო. ნავთობი საქართველოში. XI კლასის მოსწავლეები ბორის ძებისაშვილი და ლაშა გიორგაძე (სერტიფიკატი-კარგი პრეზენტაციისა და მოხსენებისათვის). (სოფ. ლამოვანის საჯარო სკოლა); 9. გარემოს დაბინძურება, მასზე მოქმედი ფაქტორები და მათ აცილების გზები. მარიამ ქოქაშვილი (VIII კლასი) და დიანა ასშვილი (IX კლასი) (სერტიფიკატი-კარგი პრეზენტაციისა და მოხსენებისთვის). (სოფ. შუახევის საჯარო სკოლა). მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლა პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასთან ერთად. კონფერენციის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები, საშუალება მისცეს ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, არჩეული თემის ირგვლივ შეიძინოს ღრმა თეორიული და პრატიკული ცოდნა, დამოუკიდებლად მოამზადოს ნაშრომის პრეზენტაცია. უღრმესი მადლობა სოფელ მჭადიჯვრის მასწავლებლებს და სკოლის დირექტორს შორენა დრიაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ნანახია 654-ჯერ
კლუბი: პასტერი