სიახლე

14-05-2023 :   კონფერენცია : ,,ოქროს რიცხვი"

საკვების ენერგეტიკული ღირებულება ნ.შონია, მ.გერგედავა , გ.ქამადაძე * ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი: ,,უბრალოდ ქიმიკოსები „ სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლა, ubralodqimikosebi@gmail.com “კალორიების შემცველი საკვები სრულიად უსარგებლოა. ერთადერთი, რითაც მისგან შეიძლება ვიხეიროთ, ზედმეტი კილოგრამებია. ჰოდა, გამოდის, რომ არაფერში გვჭირდება”, – ასეთი მოსაზრება კიდევ უამრავია. იმისათვის , რომ კარგად გავერკვეთ ზემოთ მოცემულ გაუგებრობაში დაიგეგმა კვლევითი პროექტი , რომლის მიზანია საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა, გააზრება იმისა ,თუ რა არის კალორია? რა პრინციპით მუშაობს კალორიმეტრი? რა მნიშვნელობა აქვს თბოიზოლაციას კალორიმეტრისთვის ? ექსპერიმენტისთვის შეირჩა ჩიპსის სამი ნიმუში . თითოეული ნიმუშის კვლევა მოხდა სხვდასხვა კალორიმეტრის საშუალებით. კალორიმეტრები დამზადდა თავად ექსპერიმენტაორების მიერ. ხელსაწყოების სიზუსტის შესასწავლად მოხდა დაკვირვება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენდა თბოიზოლაცია კალორიმეტრის მონაცემების სიზუსტეზე. ამ მიზნით განისაზღვრა ეთანოლის წვის სითბო და მიღებული მნიშვნელობა შედარებული იყო რეალურ მნიშვნელობას. დადგინდა აწყობილი კალორიმეტრების ეფექტურობა. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, თუ რამდენი კალორიაა 100გ ჩიპსის ენერგეტიკული ღირებულება და რა შემთხვევაში არის კალორიმეტრის მონაცემები უფრო ზუსტი. მიღებული შედეგები შევადარეთ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

ნანახია 449-ჯერ



კლუბი: უბრალოდ ქიმიკოსები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 752
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238