სიახლე
30-11--0001 : კონფერენცია ,,ოქროს რიცხვი"2023
სამ სინჯარაში მოვათავსეთ ცარცის ნატეხები, ერთ სინჯარას დავაწერეთ წყალი, მეორეს ძმარმჟავა, მესამეს გოგირდმჟავა. შესაბამისად დავამატეთ წყალი, ძმარმჟავა და გოგირდმჟავა. დავაკვირდით ცვლილებებს, შევადგინეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლებები და შედეგები შევიტანეთ ლაბორატორიულ ოქმში. დასკვნა: თეორიული მასალის და ექსპერიმენტის შედეგების გაანალიზებით გავაკეთეთ დასკვნა: ჰაერში ყოველთვის არის მჟავა ოქსიდები (CO2, NO2,SO2) და რაც უფრო დაბინძურებულია მით მეტია ამ ოქსიდების კონცენტრაცია. მჟავა ოქსიდები იხსნება წყალში და მჟავა წვიმების სახით გვიბრუნდება დედამიწაზე. ჰაერის დაბინძურება არის მთავარი მიზეზი მჟავა წვიმების წარმოქმნისა, რომელიც აზიანებს კირქვისგან აშენებულ ნაგებობებს
ნანახია 584-ჯერ
კლუბი: ყველაფერი ქიმიაა